თეოდოშიუ I (ბრაგანსის ჰერცოგი)

თეოდოშიუ I (პორტ. Teodósio I; დ. 1510 — გ. 22 სექტემბერი, 1563) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. ბრაგანსის ჰერცოგ ჟაიმე I-ის უფროსი ვაჟი. ბრაგანსის ჰერცოგი 1532-1563 წლებში.

თეოდოშიუ I
ბრაგანსის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 20 სექტემბერი, 1532
მმართ. დასასრული: 22 სექტემბერი, 1563
წინამორბედი: ჟაიმე I
მემკვიდრე: ჟუან I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1510
გარდ. თარიღი: 22 სექტემბერი, 1563
მეუღლე: იზაბელ დე ლანკასტრე
ბეატრიზ დე ლანკასტრე
შვილები: ჟუან I, ბრაგანსის ჰერცოგი
დინასტია: ბრაგანსები
მამა: ჟაიმე I, ბრაგანსის ჰერცოგი
დედა: ლეონორ პერეს დე გუსმანი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

თეოდოშიუ დაიბადა 1510 წელს პორტუგალიაში. იგი იყო ბრაგანსის ჰერცოგ ჟაიმესა და მისი პირველი ცოლის, ლეონოს პერეს დე გუსმანის უფროსი ვაჟი. 1512 წელს მამამისმა დედამისი ღალატის გამო მოაკვლევინა და მალევე მეორედ დაქორწინდა.

1532 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ თეოდოშიუ I გახდა ბრაგანსის ახალი ჰერცოგი. იგი ტიპური რენესანსული პრინცი იყო, რომელიც მეტად განათლებული იყო და უყვარდა ხელოვნება.

1542 წელს იგი დაქორწინდა თავის ბიძაშვილზე, ლემოს გრაფ დინიშის ასულ იზაბელ დე ლანკასტრეზე, რომელთანაც ერთი ვაჟი შეეძინა. 1558 წელს იზაბელი ტრაგიკულად გარდაიცვალა, ამიტომაც 1559 წელს თეოდოშიუ თავისი ცოლის ძმისწულ ბეატრიზ დე ლანკასტრეზე, რომელთანაც კიდევ ორი შვილი შეეძინა. ქორწინებიდან რამდენიმე წელიწადში, 1563 წელს თეოდოშიუ I გარდაიცვალა და ტახტი მისმა ვაჟმა ჟუან I-მა დაიკავა.

შვილები რედაქტირება

  1. ჟუან I (1543-1583), ბრაგანსის ჰერცოგი 1563-1583 წლებში, ცოლად შეირთო კატარინა პორტუგალიელი;
  2. ჟაიმე (?-1578), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  3. იზაბელა (1560-?), ცოლად გაჰყვა კამინას ჰერცოგ მიგელ ლუიშ დე მენეზესს;

ლიტერატურა რედაქტირება

  • "Nobreza de Portugal e Brasil" Vol. II, page 445. Published by Zairol Lda., Lisbon, 1989.