თელმა და ლუიზა (ინგლ. Thelma & Louise) — რიდლი სკოტის 1991 წლის სათავგადასავლო მხატვრული ფილმი. ფილმი მოიწონეს კრიტიკოსებმა და წარმატებული იყო კომერციული თვალსაზრისით.

„თელმა და ლუიზა“
ჟანრი სათავგადასავლო
დამდგმელი რეჟისორი რიდლი სკოტი
პროდიუსერი მიმი პოლკ გიტლინი, რიდლი სკოტი
სცენარის ავტორი სალი ხოური
როლებში სუზან სარანდონი, ჯინა დეივისი
მუსიკა ჰანს ციმერი
ოპერატორი ედრიენ ბიდლი
მონტაჟი ტომ ნობლი
სტუდია Pathé Entertainment
დისტრიბუტორი Metro-Goldwyn-Mayer
გამოსვლის თარიღი 24 მაისი 1991
ხანგრძლივობა 129 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $16,5 მლნ
შემოსავალი $45 360 915

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

თელმა და ლუიზა მეგობრები არიან. ისინი უქმეების ერთად გატარებას აპირებენ. ავტომობილით მგზავრობის დროს ლუიზა თელმას გაანდობს, რომ მექსიკაში გადასვლას აპირებს. თელმა დაურეკავს ქმარს და ატყუებს, რომ რამდენიმე დღით არ იქნება. მოგზაურობა კარგად იწყება, მაგრამ ერთ-ერთ ბარში შეჩერების დროს ლუიზა მოკლავს კაცს, რომელიც თელმას გაუპატიურებას ცდილობდა. მეგობრები გარბიან. ისინი შეხვდებიან ახალგაზრდა დამნაშავე ჯეი დის, რომელიც დამგზავრებას სთხოვს. თელმა თანახმაა, თუმცა ლუიზა უარს ეტყვის. საბოლოოდ ქალები ჯეი დის მაინც დაიმგზავრებენ და ერთად გაურბიან პოლიციას. ჯეი დი თელმას გაანდობს, რომ ის მძარცველია. თელმა თავად გაძარცვავს მაღაზიას, რადგან მასა და ლუიზას ფული სჭირდებათ. მათ მანქანას პოლიცია გააჩერებს. შეიარაღებული თელმა და ლუიზა პოლიციელს პოლიციისვე მანქანის საბარგულში ჩაკეტავენ, მის იარაღს და ტყვიებს წაიღებენ და კვლავ განაგრძობენ გზას. პოლიციის მხრიდან დევნას დეტექტივი ჰელ სლოკომბი ხელმძღვანელობს. ის წყვილს თანაუგრძნობს. სლოკომბი ლუიზასთან მოლაპარაკებას ცდილობს. თელმა, თავის მხრივ, ლუიზას ეუბნება, რომ უკან დასახევი გზა არ აქვს. გზად თელმასა და ლუიზას ტრაილერი შეხვდებათ. უმსგავსო საქციელისთვის ქალები მძღოლს დასჯიან და ტრაილერს აუფეთქებენ. პოლიცია თელმასა და ლუიზას მანქანას დიდი კანიონის პირას გამოიჭერს. ქალები გადაწყვეტილებას მიიღებენ და კანიონში გადაეშვებიან.

როლებში რედაქტირება

ჯილდოები რედაქტირება

ფილმი ნომინირებული იყო ოსკარზე ექვს კატეგორიაში, თუმცა მიიღო მხოლოდ ერთი — ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის. ფილმმა აგრეთვე მიიღო ოქროს გლობუსი საუკეთესო სცენარისთვის.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება