თელეთის ქედითრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთი შტოქედი. აღმოსავლეთით მტკვრის ხეობამდე ეშვება, სამხრეთიდან საზღვრავს თბილისის ქვაბულს. ქედს განედური მიმართულება აქვს და გადაჭიმულია 13-14 კმ-ზე.[1] აგებულია შუაეოცენური ვულკანოგენური ქანებით. დაბალმთიანია (1100 მ-მდე[1]). აქვს მოსწორებული თხემი და მშრალი ხევებით დანაწევრებული კალთები. შემოსილია უმეტესად ჯაგეკლიანი ბუჩქნარით. კალთების ქვემო ნაწილში ხელოვნურადაა გაშენებული ტყეები, მ. შ. ფიჭვნარი. თელეთის ქედზეა მწვერვალი შავნაბადა. ქედის დასავლეთ თხემურ ნაწილში მდებარეობს სოფ. ტაბახმელა, სამხრეთ კალთაზე — სოფლები ახალწყარო, ზემო თელეთი, მუხრან-თელეთი, ქვემო თელეთი და წალასყური.[1]

ქედის ხედი ჩრდილოეთიდან

ლიტერატურა რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 ენციკლოპედია „თბილისი“, თბილისი, 2002, გვ. 542.