თეირანის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

თეირანის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმიირანის ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმთაგანი, მდებარეობს თეირანში.

მუზეუმის შენობა.

მუზეუმი საზოგადოებისთვის 1977 წელს გაიხსნა და მდებარეობს ლალეს პარკთან. შენობის პროექტი ეკუთვნის ირანელ არქიტექტორ კამრან დიბას, რომელმაც შენობის ელემენტებში ტრადიციული სპარსული არქიტექტურული სტილი გამოიყენა.

მუზეუმში ინახება XX საუკუნის ევროპელ მხატვართა მნიშვნელოვანი კოლექცია, მათ შორის აღსანიშნავია კლოდ მონეს, კამილ პისაროს, ვან გოგის, ანდრე დერენის, პაბლო პიკასოს, ფრენსის ბეკონის, რენე მაგრიტის, დიეგო რივერას, ჯასპერ ჯონსის, ენდი უორჰოლის, ჟოან მიროს, ადოლფ გოთლიბის, ჟორჟ ბრაკის, ედგარ დეგას, მარი კასატის, მარსელ დუშამისა და სხვათა ნამუშევრები.