თეთრულასებრნი (ლათ. Pieridae) — მწერების ოჯახი ქერცლფრთიანების რიგისა. დღის პეპლებია. მათი ფრთების შლილი 8 სმ აღწევს. აქვთ თეთრი ან ყვითელი, შავი ლაქებით მოფენილი ფრთები. ოჯახში 500-ზე მეტი სახეობაა. ცალკეული გვარები, როგორც წესი, დაკავშირებულია მცენარეთა გარკვეულ ოჯახებთან: თეთრულები (Pieris) — ჯვაროსნებთან, ყვითელანი (Colias) — პარკოსნებთან და ა. შ. თეთრულასებრნს განეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და ხეხილის მავნებლები: კომბოსტოს თეთრულა (Pieris brassicae), თალგამის თეთრულა (Pieris rapae), ხეხილის მავნებელი — კუნლის პეპელა (Aporia crataegi) და სხვა.

თეთრულასებრნი
თალგამის თეთრულა
თალგამის თეთრულა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ოჯახი:  თეთრულასებრნი
ლათინური სახელი
Pieridae

ლიტერატურა რედაქტირება