თეთრი ფითრი (ლათ. Viscum album) — მარადმწვანე პარაზიტი ბუჩქოვანი მცენარეა ფითრისებრთა ოჯახისა, ბურთისებრი ფორმის, მრავალდატოტვილი. იგი ძირითადად მსხლის ტოტებზე გვხვდება, არცთუ იშვიათად ვაშლზე, აკაციაზე, ცაცხვზე, სოჭსა და სხვა მერქნიან მცენარეებზეც. ფოთლები ტოტებზე მოპირისპირედაა განლაგებული, სქელი ტყავისებრი, მოგრძო-ლანცეტისებრი ან ელიფსური ფორმისაა. ყვავილები წვრილია, მოყვითალო-მწვანე, მარტივი 3–4-ფურცლიანი ყვავილსაფარით, ერთსქესიანია. ნაყოფი მოყვითალო 1 სმ-მდე სისქის, მრგვალი, თესლიანი ცრუ კენკრაა, გარედან წებოვანი გარსით დაფარული.

თეთრი ფითრი

თეთრი ფითრი ვაშლის ხეზე
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ფითრისებრნი
გვარი:  ფითრი
სახეობა:  თეთრი ფითრი
ლათინური სახელი
Viscum album

ქიმიური შემადგენლობა რედაქტირება

თეთრი ფითრის ფოთლები და ტოტები შეიცავს გუმფისს, შაქრებს, სახამებელს, ცხიმოვან ზეთებს, მწარე, მთრიმლავ და ცილოვან ნივთიერებებს, მინერალურ მარილებს და წებოვან ფისოვან ნივთიერებებს — ვისცინს.

გამოყენება რედაქტირება

თეთრი ფითრიდან მიღებული პრეპარატები გამოიყენება ჰიპერტონული დაავადებების, გულის ასთმის, ათეროსკლეროზის, თავის ტკივილების, ნეფრიტის დროს, როგორც სისხლშემადედებელი საშუალება ცხვირიდან, ფილტვებიდან, საშვილოსნოდან და გემორალური სისხლდენისას.

ფითრის დამზადება შესაძლებელია გვიან შემოდგომით, მაგრამ სამკურნალო თვისებების შენარჩუნების მიზნით უკეთეს დროს წარმოადგენს თებერვალ-მარტი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება