თეთრი ტბა (ვოლოგდის ოლქი)

თეთრი ტბა (რუს. Белое озеро) — ტბა რუსეთში, ვოლოგდის ოლქში. მიეკუთვნება კასპიის ზღვის აუზს. მდებარეობს ზღვის დონიდან 113 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 1290 კმ², საშუალო სიღრმე 4,1 მ, მაქსიმალური 20 მ. ტექტონიკური წარმოშობისაა, ჩამოყალიბდა მცირე ამპლიტუდური აზევებებისა და დედამიწის ქერქის დაძირვის შედეგად. ნაპირები დამრეცია, პრაქტიკულად მოკლებულია უბეებსა და ყურეებს, გრუნტი ლამიან-ქვიშიანია. მომრგვალო ფორმისაა.[1]

თეთრი ტბა
თეთრი ტბა
თეთრი ტბა
კოორდინატები: 60°10′ ჩ. გ. 37°38′ ა. გ. / 60.167° ჩ. გ. 37.633° ა. გ. / 60.167; 37.633
მდებარეობა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული ვოლოგდის ოლქი
სიმაღლე ზღვის დონიდან 113 
სიგრძე 43 კმ
სიგანე 32 კმ
ფართობი 1290 კმ²
მოცულობა 5,2 კმ³
საშუალო სიღრმე 4,1 
მაქსიმალური სიღრმე 20 
გამჭვირვალობა 0,4-1,5 
აუზის ფართობი 14 000 კმ²
ჩამდინარე მდინარეები კოვჟა
კემა
მეგრა
გამომდინარე მდინარე შექსნა
თეთრი ტბა (ვოლოგდის ოლქი) — რუსეთი
თეთრი ტბა (ვოლოგდის ოლქი)

სიგრძე 43 კმ, სიგანე 32 კმ-მდე. სანაპირო ხაზის სიგრძეა 126 კმ. ნაპირებთან წყალმარჩხია, ადგილ-ადგილ კილომეტრზე სიღრმე არ აჭარბებს 1 მ-ს.[2] ტბის თანამედროვე ჰიდროლოგიური რეჟიმი ჩამოყალიბდა კროხინოს კაშხლის რეკონსტრუქციის შედეგად 1963–64 წლებში, როდესაც თეთრი ტბა მდინარე შექსნასთან ერთად გახდა შექსნის წყალსაცავის ნაწილი.[3]

შედეგად მოხდა ტბის მორფოლოგიური პარამეტრებისა და ჰიდროლოგიური რეჟიმის მკვეთრი ცვლილება; თეთრი ტბის ფართობი გაიზარდა 1126-დან 1284 კმ²-მდე, წყლის საშუალო დონემ მოიმატა 2,2-იდან 4,1 მ-მდე, წყლის მასის მოცულობამ 2,8-იდან 50 კუბურ კმ-მდე, ხოლო გამჭვირვალობა შემცირდა 1,7-ჯერ.[3]

ტბას ერთვის 17 მდინარე, რომელთაგან უდიდესია კოვჟა და კემა. გამოედიება მდინარე შექსნა. შტორმიან ამინდში მნიშვნელოვნად ღელავს, წყლის სიმღვრივე მატულობს 25 მგ/ლ-მდე. ივლისში წყალი თბება 20 °С-მდე. იძგიფება ნოემბრის დასაწყისიდან მაისის შუა რიცხვებამდე. მინერალიზაცია 120 მგ/ლ. ტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის ირგვლივ გადის ბელოზერსკის არხი. ბევრია ორგანული ნივთიერება.[4] მდიდარია თევზით, განვითარებულია თევზჭერა. მოიპოვება ტბის ცქიმურა, ფარგა, კაპარჭინა, წერი, ქორჭილა, იდი, ბლიკა, ნაფოტა და სხვა. სამხრეთ სანაპიროზეა ქალაქ ბელოზერსკი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება