თეთრი კურდღელი, თეთრანა (ლათ. Lepus timidus) — ძუძუმწოვარი ცხოველი კურდღლისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 44-70 სმ, წონა 2,5-5,5 კგ. ზაფხულობით მურა, ნაცრისფერი ან ყავისფერია, ზამთრობით — თეთრი (მხოლოდ ყურის ბოლოები აქვს შავი). გავრცელებულია ევროპის, აზიისა და ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში, უმთავრესად ტყის ზონაში. საქართველოში არ გვხვდება.

თეთრი კურდღელი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Lepus timidus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 11791
გავრცელება

ლიტერატურა რედაქტირება