„თეთრი ეშვი“ (ინგლ. White Fang) — ამერიკელი მწერლის, ჯეკ ლონდონის 1906 წელს გამოქვეყნებული რომანი, რომლის მთავარი მოქმედი პირი გარეული მგელძაღლი - თეთრი ეშვია. თავდაპირველად რომანი სერიებად გამოდიოდა ჟურნალ „Outing“-ში. მოქმედება ვითარდება იუკონში (კანადა) 1890-იანი წლების კლონდაიკის ოქროს ციებ-ცხელების დროს და მოგვითხრობს მთავარი გმირის ცხოვრების გზაზე - ველური სამყაროდან მოშინაურებამდე. თეთრი ეშვი თემატური ანარეკლია ლონდონის 1903 წელს გამოცემული რომანისა - „წინაპართა ძახილი“, სადაც გატაცებული სახლის ძაღლი იბრუნებს თავისი ველური წინაპრების თვისებებს, რათა გადარჩეს.

თეთრი ეშვი
სრული სათაური „თეთრი ეშვი“
ინგლ. White Fang
ჟანრი სათავგადასავლო
ავტორი ჯეკ ლონდონი
მშობლიური ენა ინგლისური
დაწერის ადგილი აშშ
გამოცემულია 1906 წლის ნოემბერი
გვერდი 298
წინა წინაპართა ძახილი

თეთრი ეშვის ძირითადი ნაწილი დაწერილია ძაღლის გადმოსახედიდან. ამით ლონდონი ცდილობს აღწეროს, როგორ უყურებენ ცხოველები სამყაროსა და მათ გარშემო მცხოვრებ ადამიანებს. რომანში აღწერილია ველური ცხოველების ძალადობრივი სამყარო და ასეთივე ძალმომრეობითი გარემო ადამიანებისა. ნაწარმოები ასევე ეხება ზნეობისა და მონანიების თემებს.

თეთრი ეშვის მიხედვით გადაღებულია რამდენიმე ფილმი, მათ შორის ერთ-ერთში ითან ჰოუკი თამაშობს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება