თეთრი გნოლი (ლათ. Lagopus lagopus), ფრინველი ქათმისნაირთა რიგის როჭოსებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 35-38 სმ, წონა 400-870 გ-მდე. ზამთარში თეთრია, ზაფხულში - მოყვითალო ან ჟანგისფერ-მურა. გავრცელებულია ევროპაში, აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში. ცნობილია 14 ქვესახეობა. ზამთარში მომთაბარეობს გუნდებად. მონოგამია. მაისის ბოლოს და ივნისში დებს 6-12 კვერცხს. ინკუბაცია 20 დღემდე გრძელდება. იკვებება მცენარეული საკვებით (კენკრა, ფოთლები, კვირტები, ყლორტები). თეთრი გნოლის სეზონური მიგრაციები იწვევენ სონღულისა და თეთრი ბუს მიგრაციებსაც, რადგან მათ საკვებს შეადგენენ. ძვირფასი სარეწაო ობიექტია.

თეთრი გნოლი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Lagopus lagopus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22679460
Lagopus lagopus lagopus

ლიტერატურა რედაქტირება