თეთრახევასოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, დაბა თიანეთის ტერიტორიულ ორგანოში.[1] მდებარეობს თიანეთის ქვაბულში, მდინარე ქუსნოს (ივრის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1120 მეტრზე, თიანეთიდან დაშორებულია 2 კილომეტრით.

სოფელი
თეთრახევა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თიანეთის მუნიციპალიტეტი
თემი თიანეთი
კოორდინატები 42°05′49″ ჩ. გ. 44°56′43″ ა. გ. / 42.09694° ჩ. გ. 44.94528° ა. გ. / 42.09694; 44.94528
ცენტრის სიმაღლე 1120
მოსახლეობა 39[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
თეთრახევა — საქართველო
თეთრახევა
თეთრახევა — მცხეთა-მთიანეთის მხარე
თეთრახევა

ისტორია რედაქტირება

თეთრახევას ტერიტორია უძველესი დროიდანვე წარმოადგენდა ადამიანის სამოსახლოს. სავარაუდოა, რომ სოფელს ადრე მოლამური ერქვა. XVII საუკუნეში სოფლის მოსახლეობა ძლიერ შეთხელებულა და აქტიურად დაწყებულა ქართველ მთიელთა (ძირითადად გაბიდაურთა თემის ფშაველების) მიგრაციის პროცესი, რის შემდეგაც სოფელს, როგორც ჩანს, ახალი სახელი დაერქვა. სოფელი აქტიურად იყო ჩართული თიანეთის მხარის თავდაცვით სისტემაში. მოლამური ადრე სვეტიცხოვლის მონასტრის საკუთრება იყო, იგი ალექსანდრე კახთა მეფემ 1579 წელს, კვლავ დაუბრუნა სვეტიცხოველს. მოგვიანებით, საგარეო ვითარების გაუარესებასა და სათავადოთა სისტემის ჩამოყალიბებასთან ერთად, ისევე როგორც თიანეთის მხარის სხვა ნაწილებზე, სოფელზე თავისი უფლებები გაავრცელეს თავადმა ჩოლოყაშვილებმა და ნაწილობრივ ალავერდის მონასტერმა. ადმინისტრაციულად იგი თიანეთის სამოურავოში შედიოდა. თეთრახევაზე (თიანეთთან ერთად) პრეტენზიებს აცხადებდა სამეფო კარიც, რომელიც ცდილობდა ამ მიწების უშუალოდ სახასო საკუთრებად ქცევას. გვიანდელი შუა საუკუნეების სამხედრო-ტერიტორიული დაყოფის შედეგად, სამეფო ხელისუფლებამ თიანეთის მხარე რუსთველ ეპისკოპოსს დაუქვემდებარა.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 39 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 74[2]
2014 39  

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.