თეთნულდი

მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში

თეთნულდიმწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე ენგურის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 4852 მ. აგებულია ძირითადად ძველი კრისტალური ქანებისაგან. 3000 მ-ს ზემოთ დაფარულია მუდმივი თოვლით. თეთნულდი გამყინვარების დიდი ცენტრია. მის ფერდობზე ეშვება წანერის მყინვარი, ადიშის მყინვარი და სხვა.[1]

თეთნულდი
თეთნულდი
თეთნულდი
კოორდინატები: 43°01′50″ ჩ. გ. 42°59′35″ ა. გ. / 43.030667° ჩ. გ. 42.993278° ა. გ. / 43.030667; 42.993278
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 4852 
ქედი სვანეთის კავკასიონი
თეთნულდი — საქართველო
თეთნულდი
თეთნულდი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
თეთნულდი
სურათები ვიკისაწყობში

მწვერვალზე პირველად ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით 1930 წელს ავიდნენ. სიმონ ჯაფარიძის დაღუპვასთან დაკავშირებით მწვერვალის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე გაშიშვლებულ კლდეს „ჯაფარიძის მოწმეები“ ეწოდა.[1]

თეთნულდის მიმდებარედ მოქმედებს სამთო-სათხილამურო კურორტი თეთნულდი. კურორტის მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო, მშენებლობის პირველი ფაზა 2016 წლის იანვარში დასრულდა.[2] თეთნულდის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9,5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონეა (1,7 კმ).[3]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 ე. ლოლუა. მ. უთმელიძე., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 5–6.
  2. კურორტი თეთნულდი ოფიციალურად გაიხსნა
  3. კურორტ „თეთნულდის“ საბაგირო გზის მშენებლობის პირველი ფაზა ოფიციალურად დასრულდა