თაღლითა (ლათ. Alburnus) — თევზების გვარი კობრისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 20 სმ-მდეა, წონა — 60 გ-მდე. აქვთ თხელი მბზინვარე ქერცლით დაფარული, გვერდებიდან შებრტყელებული და წაგრძელებული სხეული. მტკნარი წყლის ქარავნული თევზებია. გავრცელებულია ევროპაში, კავკასიაში, მცირე აზიაში, სირიაში და ჩრდილოეთ ირანში. შეიცავს 6 სახეობას, რომელთაგან საქართველოში გვხვდება მტკვრის თაღლითა (Alburnus filippi), თეთრულა (Alburnus alburnus) და ჩრდილოკავკასიური თაღლითა (Alburnus charusini). მცირე სარეწაო მნიშვნელობა აქვთ.

თაღლითა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
რიგი:  კობრისნაირნი
ოჯახი:  კობრისებრნი
სახეობა:  თაღლითა
ლათინური სახელი
Alburnus

საქართველოში თაღლითას სახეობებს ხშირად „ნაფოტას“ უწოდებენ (შდრ. ნაფოტა).[1]

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ეპიტაშვილი, გ.; ჯაფოშვილი, ბ.; მუმლაძე, ლ.; ყულჯანიშვილი, თ.; კალოუსი, ლ. (2020). „საქართველოში გავრცელებული მტკნარი წყლის თევზების ახალი სახეობები და მათი ქართული სამეცნიერო სახელები“. ველური ბუნება. 36 (11): 63. ციტირების თარიღი: 15 იანვარი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)