თარგი:დღის მოვლენები:06-28

მურად I
მურად I
  • 1389 : ოსმალებმა მურად I-ის (სურათზე) მეთაურობით სერბები დაამარცხეს კოსოვოს ბრძოლაში.
  • 1651 : პოლონელებსა და უკრაინელებს შორის ბერესტეჩკოს ბრძოლა დაიწყო.
  • 1895 : სალვადორი, ჰონდურასი და ნიკარაგუა ცენტრალური ამერიკის ფედერაციულ რესპუბლიკას ქმნიან.
  • 1914 : სარაევოში სერბმა ნაციონალისტმა გავრილო პრინციპიმ ავსტრიის იმპერიის უფლისწული ფრანც ფერდინანდი მოკლა, რაც პირველი მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი გახდა.
  • 1919 : ვერსალის ხელშეკრულება დაიდო, რითაც დასრულდა პირველი მსოფლიო ომი გერმანიასთან.
  • 1969 : სტოუნუოლის ჯანყი დაიწყო ნიუ-იორკში, რამაც დასაბამი მისცა ჰომოსექსუალისტთა უფლებების მოძრაობას.