თარგი:დღის მოვლენები:02-20

ჯონ გლენი
ჯონ გლენი
  • 395 : ბეთლემში პირველი დედათა მონასტერი დაარსდა.
  • 1547 : ედუარდ VI ინგლისის მეფედ აკურთხეს უესტმინსტერის სააბატოში.
  • 1816 : იტალიელი კომპოზიტორი ჯოაკინო როსინის ფრანგი დრამატურგი პიერ ბომარშეს პიესაზე შექმნილი ოპერა „სევილიელი დალაქის“ პრემიერა გაიმართა ტეატრო არგენტინაში (რომი).
  • 1872 : ნიუ-იორკში მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა.
  • 1902 : ფუტურიზმის დაბადება: იტალიელმა პოეტმა ფილიპო მარინეტიმ „ფუტურისტის მანიფესტი“ გამოაქვეყნა ფრანგულ ჟურნალში ფიგარო.
  • 1962 : ჯონ გლენი (სურათზე) პირველი ამერიკელი გახდა, რომელმაც დედამიწის ორბიტას შემოუფრინა ხომალდზე მერკური-ატლას 6.
  • 1988 : მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება „მიმართვაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის სსრ-ის უმაღლეს საბჭოებს ოლქის სომხეთის სსრ-ის შემადგენლობაში გადასაყვანად“, რაც ყარაბაღის ომის დაწყების საბაბი გახდა.