თანატოსი, თანატ, ფანატ (ბერძ. Θάνατος, სიკვდილი) — ბერძნულ მითოლოგიაში წარმოადგენს სიკვდილის ღმერთს, ნიქსის (ღამე) და ერებოსის (წყვდაიდი) შვილი. ჰიპნოსის (ძილი) ტყუპისცალი ძმა. ცხოვრობს სამყაროს დასასრულში. მოიხსენიება „ილიადაში“ (XVI, 454).

თანატოსის სკულპტურა, ეფესოს ტაძარი

თანატოსს აქვს რკინის გული და ამიტომაც არავინ არ ებრალება. თანატოსის კულტი არსებობდა სპარტაში.

თანატოსს ხშირად გამოსახავდნენ ფრთოსან მოზარდად, რომელსაც ხელში ჩამქრალი ჩირაღდანი უჭირავს. მასზეა მიძღვნილი LXXXVII ორფიკული ჰიმნი. თანატოსი უკავშირდება ევრიპიდეს ტრაგედია „ალკესტიდას“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება