თანამგზავრი გალაქტიკა

გალაქტიკა, რომელიც გრავიტაციული მიჯაჭვულობის გამო, სხვა უფრო დიდი გალაქტიკის გარშემო ბრუნავს

თანამგზავრი გალაქტიკაგალაქტიკა, რომელიც გრავიტაციული მიჯაჭვულობის გამო, სხვა უფრო დიდი გალაქტიკის გარშემო ბრუნავს.[1] მიუხედავად იმისა, რომ გალაქტიკა სხვა მრავალი ისეთი ობიექტისაგან შედგება (ვარსკვლავები, პლანეტები, ნისლეულები), რომლებიც ერთნამეთთან დაკავშირებულნი არ არიან, მას გააჩნია მასის ცენტრი, რომელიც თითეოეული შემადგენელი ობიექტის პოზიციის საშუალო შეწონილს წარმოადგენს. ეს იგივეა, როდესაც ყოველ ობიექტს გააჩნია მასის ცენტრი, რომელიც ყველა მისი შემადგენელი ატომების მდებარეობისთვის საშუალო შეწონილია.[1] თანამგზავრ გალაქტიკებშიც კი, ვარსკვლავები გალაქტიკის ცენტრის გარშემო ბრუნავენ.[2]

ანდრომედას გალაქტიკა ორი უახლოესი თანამგზავრი გალაქტიკის — M32-ისა და M110-ის თანხლებით
მაგელანის დიდი ღრუბელი
ირმის ნახტომის თანამგზავრი გალაქტიკები

გალაქტიკის წყვილში, რომელშიც ერთი მნიშნველოვნად დიდია მეორეზე, დიდი მიიჩნევა „ძირითადად“, პატარა კი თანამგზავრად.[1] თუ ორი გალაქტიკა დაახლოებით ერთნაირი ზომისაა, მათ ბინარული სისტემა ეწოდება.

გალაქტიკები, რომლებიც ერთმანეთზე გარკვეული მიმართულებით ზემოქმედებენ, შესაძლოა შეეჯახონ, შეერწყან, ერთმანეთი გადაკვეთონ, ერთმანეთს გადასცენ გარკვეული წევრი ობიექტები. ასეთი სიტუაციაში, ძნელია განისაზღვროს სად მთავრდება ერთი გალაქტიკა და სად იწყება მეორე. გალაქტიკებს შორის შეჯახება აუცილებლად არ ნიშნავს მიათი წევრი ობიექტების შეჯახებასაც იქიდან გამომდინარე, რომ გალაქტიკათა დიდი ცარიელ სივრცეს უჭირავს. თუმცა, ახლომდებარე მატერიის ღრუბლების გრავიტაციულ ძალებს შეუძლიათ ერთმანეთი გაამრუდონ, ანდა ერთი გალაქტიკიდან მასის გარკვეული ნაწილი ამოგლიჯონ და მეორეში გადაიტანონ.

ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომის უდიდესი თანამგზავრი გალაქტიკაა მაგელანის დიდი ღრუბელი.[3]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Satellite Galaxies. mpg.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 17 August 2013.
  2. What Is a Satellite Galaxy? English. NASA Spaceplace. ციტირების თარიღი: 10 April 2016.
  3. Our Galaxy and its Satellites Link for sharing this page on Facebook English. Cseligman. ციტირების თარიღი: 8 April 2016.