თამაში (ინგლ. The Game) — ამერიკელი რეჟისორის დევიდ ფინჩერის ნეო-ნუარის ჟანრის თრილერი. მთავარ როლებში მონაწილეობენ: მაიკლ დუგლასი და შონ პენი. ფილმი მოგვითხრობს ბანკირის ნიკოლას ვან ორტონის შესახებ, რომელიც დაბადების დღეზე მიიღებს იდუმალ საჩუქარს — ბილეთს „თამაშში“ მონაწილეობისთვის. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს თამაში დაკავშირებულია მის ცხოვრებასთან. დროდადრო თამაში გამწვავდება, მალე აშკარა გახდება, რომ ეს შეთქმულებაა. კინოკრიტიკოსებმა ფილმი დადებითად შეაფასეს. ფილმის პრემიერა გაიმართა 1997 წლის 12 სექტემბერს.

„თამაში
The Game“
რეჟისორი დევიდ ფინჩერი
პროდიუსერი სინ ჩეფინი
სტივ გოლინი
სცენარის ავტორი ჯონ ბრანკატო
მაიკლ ფერისი
როლებში მაიკლ დუგლასი,
შონ პენი,
დებორა კარა ანგერი
კომპოზიტორი ჰოვარდ შორი
გამოსვლის თარიღი 1997
ხანგრძლივობა 129 წთ
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $50 მილიონი
შემოსავალი $48,323,648 (შიდა)
$61,100,000 (საზღვარგარეთ) $109,423,648 (ჯამური)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება