სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ციციშვილი.

თამარ იოსების ასული ციციშვილი (დ. 19 დეკემბერი, 1908, ოდესა — გ. 1 სექტემბერი, 1988, თბილისი) — ქართველი კინომსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1980).

თამარ ციციშვილი
დაბადების სახელი თამარ ციციშვილი
დაბადების თარიღი 19 დეკემბერი, 1908
გარდაცვალების თარიღი 1 სექტემბერი, 1988 (79 წლის)
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია რედაქტირება

1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და მიიწვიეს კინოსტუდიაში. მსახიობის პირველი დიდი ნამუშევარი იყო რეჟისორ სიკო დილიძის ფილმში „დარიკო“, რომელმაც სამუდამოდ დაუმკვიდრა სახელი და დიდება ჯერ კიდევ ახალგაზრდა კინოვარსკვლავს. ამას მოჰყვა დასამახსოვრებელი ეკრანული სახეები: ნესტანი („ქაჯეთი“), მარო („დაგვიანებული სასიძო“), აგრონომი თამარი („მეგობრობა“), თავადის ქალი („დავით გურამიშვილი“), დედა („აკაკის აკვანი“), ელენე („ბედნიერი შეხვედრა“), დარეჯანი („ორი ოჯახი“), თარაშ ემხვარის დედა („მთვარის მოტაცება“), მარიამი („შავი მერცხალი“) და მრავალი სხვა.

თამარ ციციშვილის ნიჭს ამკობდა სულიერი სისპეტაკე და გამორჩეული ქართველი იერი, რაც არაერთი მხატვრის შთაგონების წყარო შეიქმნა. ასე გაჩნდა ლადო გუდიაშვილის, იგორ გრაბარის, მოსე და ირაკლი თოიძეებისეული თამარ ციციშვილის პორტრეტები.

თამარ ციციშვილი თეატრშიც მუშაობდა. 1949–1950 წლებში მან კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე შექმნა დასამახსოვრებელი სახეები.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ფილმოგრაფია რედაქტირება

ჯილდოები, პრემიები და პრიზები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 397, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება