თაანა, ტაანა ან ტანა (ތާނަ) — მალდივებზე გავრცელებული მალდივური ენის თანამედროვე დამწერლობითი სისტემა. თაანას გააჩნია როგორც აბუგიდას (დიაკრიტი, ხმოვან-მკვლელი დარტყმები) ასევე ჩვეულებრივი ანბანის (ყველა ხმნოოვანი იწერება) მახასიათებლები. თანხმოვნები აღებულია როგორც ძირძველი ადგილობრივი ასევე არაბული ნიშნებისგან, ხოლო ხმოვნები ძირითადად აღებულია არაბული დამწერლობიდან. მალდივური ორთოგრაფია ტაანაზე არის უმეტესად ფონეტიკური.

თაანა
ტიპი: აბუგიდა
ენები: მალდივური ენა
დროის პერიოდი:
წინამორბედი დამწერლობები: ინდო-არაბული ციფრული სისტემა (თანხმოვნები)
 არაბული დიაკრიტები (ხმოვნები)
  თაანა
ISO 15924 კოდი: Thaa

ტაანის დამწერლობა პირვლად მალდივურ დოკუმენტებში გამოჩნდა XVIII საუკუნის დასაწყისში. მის ადრეულს ფორმას ეწოდება Gabulhi Thaana და წარმოდგენილი იყო Scriptio continua-ს (უწყვეტი ტექსტით წერის სტილი) ფორმით. ეს ადრეული დამწერლობა ნელა განვითარდა, მისი ასოები 45 გრადუით გადაიხარა მარცხნივ, ფორმები გახდა უფრო დახვეწილი და გაჩნდა სიტყვებს შორის დაშორება. დროის გასვლის შემდეგ მან თან და თან ჩაანაცვლა ძველი Dhives Akuru ანბანი. თანის უძველესი ნიმუშები აღმოჩენილია კუნძულ კანდითემუზე, ჩრდლილოეთ Miladhunmadulu Atoll-ზე. ისინი ამოკაწრულია Hukuru Miskiy-ს (პარასკევის მეჩეთი) მთავარ კარზე და დათარიღებულია ისლამური კალენდრით 1008 (1599 წელი) და 1020 (1611) წლებში. მირველი არის შენობის აშენების (სულთან იბრაჰიმ III-ის მმართველობის დროს), ხოლო მეორე მისი განახლების წლები (სულთან ჰუსეინ II-ის დროს).

თაანა არაბულის მსგავსად იწერება მარჯვნიდან მარცხნივ. ხმოვნები არაბულის მსგავსად აღინიშნება სპეციალური სიმბოლოებით. თითოეული ასოს უნდა ქონდეს ან ხმოვანი ან ნიშავნი sukun, რაც ხმოვნის არ არსებობას აღნიშნავს. ერთადერთი გამონაკლისია nūnu, რომელიც როდესაც დიაკრიტის გარეშე იწერება აღნიშნავს შემდგომ მომყოლი შემწყვეტი თანხმოვნის პრენზოლირეას.

ხმოვნები ან დიაკრიტიკულ ნიშნებს მალდივურში ეწოდება fili; გამოიყენება ხუთი fili მოკლე ხმოვნებისთვის (a - ა, i - ი, u - უ, e - ე, o - ო). ამათგან პირველი ორი არაბული დამწერლობის ხმოვანი ნიშნების ანალოგიურად გამოიყურება (fatha და kasra), მესამა (damma) ასევე მიმსგავსებულია. გრძელი ხმოვნები (ā, ē, ī, ō და ū) აღინიშნება ორმაფი fili-ით, გამონაკლისია ō რომელიც წარმოადგენს მოკლე obofili-ის მოდიფიცირებულ ვარიანტს.

ასო alifu-ს თავის თავად არ აქვს ხმოვანება და გამოიყენება სამ სხვა და სხვა შემთხვევაში: ის შეიძლება გამოყენებული იყოს წინმსწრები თანხმოვანის გარეშე "ა" ხმოვნის მატარებლად, ისეთ შემთხვევებში, როდესაც სიტყვის პირველი ასო არის ან დიფთონგის მეორე ნაწილია; როდესაც ის არის sukun-ის მატარებელი, ის განსაზღვრავს შემდგომი ხმოვნის დაგრძელებას; და როდესაც alifu+ სუკუნის კომბინაციაა სიტყვის ბოლოში ის მიუთითებს, რომ სიტყვა მთავრდება /ეჰ/-ზე.

სახელის ტრანსლიტერაცია რედაქტირება

ჰარი ჩარლს პურვის ბელი, მალდივური დოკუმენტების პირველი სერიოზული მკვლევარი ჩნაწერის დროს იყენებდა დასახელებას Tāna. სახელი ტაანა დამკვიდრსდა შუა 1970-იანებში, როდესაც მთავრობა მოკლე ხნით ახორციელებდა რომანიზაციის პოლიტიკას. /t/ შეიცვალა ⟨th⟩-თი.

ასო naviyani-ს გაქრობა რედაქტირება

ინდოეთის ენების მსგავსად Naviyani - ޱ, გამოხატავს რეტროფლექს "n"-ს ([ɳ]). მიუხედავად ამისა მალდივურში ის ოფიციალურად 1953 წელს გაუქმდა.

ამ ყოფილი ასოს რიგითობა მალდივურ ანბანში იყო მეთექვსმეტე და Gaafu-სა დაSeenu-ს შორის Nyaviyani (ޏ)-ის ნაცვლად მდებარეობდა. თავის მხრივ Nyaviyani (ޏ)-ის პოზიცია იყო 22-ე. თანამედროვეობაში Naviyani (ޱ) შეიძლება შეგვხვდეს ისეთ ძველი წიგნების გამოცემებში როგორიცაა Bodu Tartheebu, ან ადუ-ატოლის და ფუვამულას მაცხოვრებლების ლექსებსა და პოემებში, რადგან მათ დიალექტის ხოვანებაში ის ისევ გამოიყენება.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Bell, H. C. P. Excerpta Maldiviana. Reprint 1922-1935 edition New Delhi 1998.
  • Divehi Bahuge Qawaaaid. Vols 1 to 5. Ministry of Education. Malé 1978.
  • Divehīnge Tarika. Divehīnge Bas. Divehibahāi Tārikhah Khidumaykurā Qaumī Majlis. Malé 2000.
  • Gair, James W. & Cain, Bruce D. (1996), "Divehi Writing" in Peter T. Daniels & William Bright, ed., The World's Writing Systems, New York: Oxford University Press, pp. 564–568. ISBN 0-19-507993-0.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება