ზღვის ვარსკვლავები

ზღვის ვარსკვლავები (ლათ. Asteroidea) — უხერხემლოთა კლასი კანეკლიანების ტიპისა. მათი ხუთ-, ზოგჯერ მრავალსხივიანი (50-მდე), კაშკაშა სხეულის სიგრძე 1 სმ-იდან 1 მ აღწევს. ფსკერის ცხოველებია, დაცოცავენ ამბულაკრული ფეხებით. უმრავლესობა მტაცებელია. ზოგს შეუძლია გადმოაბრუნოს კუჭი, შემოეხვიოს მსხვერპლს და სხეულის გარეთ მოინელოს. ზღვის ვარსკვლავების უმრავლესობა ცალსქესიანია. განვითარება მეტამორფოზით მიმდინარეობს, ზოგი ცოცხალმშობია. კარგად განვითარებული რეგენერაციის უნარი აქვთ. კლასში 1500-ზე მეტი სახეობაა, რომლებიც გავრცელებულნი არიან ყველა ზღვასა და ოკეანეში. ზღვის ვარსკვლავები იკვებება სარეწაო მოლუსკებით (ხამანწკები, მიტილუსები), აგრეთვე რიფის წარმომქმნელი ნაწლავღრუიანებით, რითაც დიდი ზიანი მოაქვს.

ზღვის ვარსკვლავები

ზღვის ვარსკვლავები და მათი ლარვები
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Asteroidea (Blainville, 1830)

ლიტერატურა რედაქტირება