ზღვისპირა ალპები (ქედი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზღვისპირა ალპები (მრავალმნიშვნელოვანი).

ზღვისპირა ალპები (იტალ. Alpi Marittime; ფრანგ. Alpes Ma­ritimes) — ქედი იტალიასა და საფრანგეთში. დასავლეთი ალპების ნაწილი. აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ გადაჭიმულია 301 კმ-ზე. მაქსიმალური სიმაღლე 3297 მ (მთა არჯენტერა). ბევრია უღელტეხილი. ზღვისპირა ალპების დასავლეთი ნაწილი ძირითადად აგებულია კირქვებითა და კრისტალური ქანებით, აღმოსავლეთი — ფლიშით. კალთების ქვედა ნაწილში მუხისა და ფიჭვის მეჩხერი ტყეებია, მაღლა — შერეული და წიწვოვანი ტყეები და სუბალპური მდელოები. ზღვისპირა ალპების სამხრეთი შტოქედები ლიგურიის ზღვისაკენ ეშვება და ქმნის საფრანგეთისა და იტალიის რივიერის ლამაზ სანაპიროს. ქედის ფარგლებშია მერკანტურის ეროვნული პარკი.

ზღვისპირა ალპები
ტბა ალო
ტბა ალო
კოორდინატები: 44°13′ ჩ. გ. 7°10′ ა. გ. / 44.2317° ჩ. გ. 7.1767° ა. გ. / 44.2317; 7.1767
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
უმაღლესი წერტილი არჯენტერა
სიმაღლე 3297 
ფართობი 23,547 კმ²
სიგრძე 301 კმ
სიგანე 167 კმ
ზღვისპირა ალპები (ქედი) — იტალია
ზღვისპირა ალპები (ქედი)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება