ზურაბ ჭიაბერაშვილი

ზურაბ ჭიაბერაშვილი (დ. 6 ივნისი, 1972, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი და დიპლომატი.

ზურაბ ჭიაბერაშვილი
ზურაბ ჭიაბერაშვილი
ჭიაბერაშვილი 2001 წელს
კახეთის მხარის გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
ოქტომბერი, 2012 – ნოემბერი, 2013
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ბიძინა ივანიშვილი
წინამორბედიგიორგი ღვინიაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 სექტემბერი, 2012 – 25 ოქტომბერი, 2012
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრინიკოლოზ გილაური, ივანე მერაბიშვილი
წინამორბედიანდრია ურუშაძე
მემკვიდრედავით სერგეენკო

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2003 – 2004
პრეზიდენტინინო ბურჯანაძე, მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიზურაბ ჟვანია
წინამორბედინანა დევდარიანი
მემკვიდრედიმიტრი ქიტოშვილი (მ/შ)

თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 აპრილი, 2004 – 12 ივლისი, 2005
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიზურაბ ჟვანია
წინამორბედიივანე ზოდელავა
მემკვიდრეგიგი უგულავა

დაბადებული6 ივნისი, 1972
თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაევროპული საქართველო
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაფილოსოფოსი

ბიოგრაფია რედაქტირება

1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფიის სპეციალობით, ხოლო 1997 წელს — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1993-1997 წლებში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე გაზეთ „რეზონანსში“. 1997-1998 წლებში მუშაობდა საერთაშორისო საზოგადოება „სამართლიანი არჩევნების“ პრეს-მდივნად. 1998–2002 წლებში იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მართვის ევროპულ სკოლაში (ESM). 2002 და 2003 წლების გაზაფხულის სასწავლო სემესტრების განმავლობაში იყო მიწვეული მკვლევარი ახალი სკოლის უნივერსიტეტში (ნიუ-იორკი, აშშ). 1999-2002 წლებში მუშაობდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 2002-2003 წლებში იყო საერთაშორისო საზოგადოება „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი.

პოლიტიკური კარიერა რედაქტირება

აქტიურად მონაწილეობდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებისა და შეფასების პროცესში. ორგანიზაციამ არჩევნები უარყოფითად შეაფასა. ვარდების რევოლუციის შემდეგ ჭიაბერაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნეს. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. 2004-2005 წლებში იყო თბილისის მერი.

2005 წლიდან დიპლომატიურ სამსახურშია. 2005-2010 წლებში იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში. 2011-12 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინში. 2012 წელს ორი თვის განმავლობაში ეკავა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობა. იმავე წლის ოქტომბერში დაინიშნა კახეთის გუბერნატორად.

2013 წლის 21 მაისს პროკურატურამ ზურაბ ჭიაბერაშვილი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით, საქართველოს ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილთან ერთად დააკავა. 2014 წლის 17 თებერვალს სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო და 50 ათასი ლარი ჯარიმა მიუსაჯა.[1]2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 2017 წელს მან სხვებთან ერთად დატოვა ნაციონალური მოძრაობა და დააარსა ახალი პარტია „ევროპული საქართველო“.[2] 2021 წლის 12 თებერვალს განაცხადა „ევროპული საქართველოს“ დატოვების შესახებ.[3]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ზურაბ ჭიაბერაშვილს ჰყავს მეუღლე ნინო ლაკვეხელიანი და ორი შვილი: გიორგი და მარიამი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. სასამართლომ მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი გაამტყუნა
  2. „„ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალა“. radiotavisupleba.ge. 2017-01-12. ციტირების თარიღი: 5 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. „ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ევროპული საქართველო“ დატოვა“. rustavi2.ge. ციტირების თარიღი: 12 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)