ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლა

ზუგდიდის მ. კოსტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლა — საჯარო სკოლა საქართველოში. დაარსდა 1938 წელს ზუგდიდში, რომელიც იმჟამად იწოდებოდა ზუგდიდის №2 საშუალო სკოლად. მისი პირველი დირექტორი იყო იოსებ ქირია. შემდეგ იგი გადაკეთდა ვაჟთა სკოლად და ამ სახელწოდებით არსებობდა 1955–1956 სასწავლო წლის დაწყებამდე. სასწავლებელი 1956 წლიდან ფუნქციონირებდა ზუგდიდის მეორე საშუალო სკოლის სახელწოდებით. 1958 წლის აგვისტოში სკოლას ლენინური კომკავშირი სახელი მიენიჭა და იწოდებოდა ზუგდიდის ლენინური კომკავშირის სახელობის №2 საშუალო სკოლად.

ზუგდიდის მ. კოსტავას სახელობის მე–2 საჯარო სკოლა
მარც. მიხეილ სააკაშვილი, მარჯ. გუბერნატორი ზაზა გოროზია (მე–2 საჯარო სკოლის გახსნა ზუგდიდში)

სკოლის პირველი დირექტორი იოსებ ქირია შეცვალა ალიოშა ხუნჯუამ, შემდეგ დადგა ეფრემ კვირტიას ხელმძღვანელობის პერიოდი, ბატონი ეფრემი შეცვალა იასონ ურიდიამ. ვაჟთა სკოლას დირექტორობდა გიგლა ჯვებენავა. №2 საშუალო სკოლის დირექტორები იყვნენ: ამბაკო ჭითანავა, ჩხოლარია გოგოლა, ციალა ქირია, ქეთინო სიგუა, ზამირა ღადუა, ხოლო საჯარო სკოლის დირექტორენი იყვნენ მარინა ქარცხია და ამჟამინდელი დირექტორი ნინო ბულია.

1989 წელს სკოლას მიენიჭა ქართველთა ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას სახელი, ხოლო 1994 წლიდან რეორგანიზებულ იქნა მერაბ კოსტავას სახელობის გიმნაზიად.

სკოლას 2006 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ჩაუტარდა მთლიანი რეაბილიტაცია, რომელიც ევროპულ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. სკოლა გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

სკოლის აღზრდილები რედაქტირება

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • „ჩვენი გიმნაზია“, თსუ ზუგდიდის ფილიალის გამომცემლობა, 1998