ზუგდიდის ბანკის ძარცვა

ზუგდიდის ბანკის ძარცვასაქართველოს ბანკის ქალაქ ზუგდიდის ფილიალის დაყაჩაღების მცდელობა და მძევლების აყვანის სიტუაცია, რომელიც ქალაქ ზუგდიდში მოხდა 2020 წლის 2122 ოქტომბერს. 21 ოქტომბერს, შუადღეს, საქართველოს ბანკში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.[2]

ზუგდიდის ბანკის ძარცვა

ბოროტმოქმედი გამოდის ბანკის შენობიდან მძევლებთან ერთად.
AP / ზურაბ ცერცვაძე
დრო 14:21, 21 ოქტომბერი – 05:30, 22 ოქტომბერი
ადგილი საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალი, ზუგდიდი, საქართველო
შედეგი სახელმწიფომ შეასრულა შეიარაღებული პირის მოთხვნები:
  • შეიარაღებულ პირს 500 ათასი აშშ დოლარი გადასცა,
  • თავდამსხმელი სამ მძევალთან ერთად მიიმალა,
  • ყველა მძევალი განთავისუფლებულია
მატერიალური ზარალი 500 000 აშშ დოლარი
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 236-ე და 329-ე მუხლებით[1]
ეჭვმიტანილ(ებ)ი ბადრი ესებუა

შეიარაღებული თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს, ვერტმფრენს ან მანქანას და მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა. თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა. მოთხოვნების შესასრულებლად თავდამსხმელმა პოლიციას 2 საათი მისცა. თავდამსხმელის მიერ მოთხოვნილი დრო 6 საათზე ამოიწურა.[2]

მას მოთხოვნილი 500 000 დოლარი ინკასაციის მანქანით მიუტანეს.[3] სავარაუდოდ, მოთხოვნილი თანხა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სამხარეო პოლიციის უფროსმა ავთანდილ გალდავამ გადასცა. სწორედ, გალდავა გაჰყვა ორ მძევალთან ერთად გამტაცებელს.[4] ამ სამი მძევლის გარდა თავმდასხმელმა ყველა გაათავისუფლა, რის შემდეგაც „საქართველოს ბანკის“ შენობა მძევლებთან ერთად დატოვა. შენობის დატოვების დროს ხელები აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.[5]

22 ოქტობერს 04:48 წუთზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა მძევალი თავისუფალია და სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.[2]

გავრცელდა ინფორმაცია, რომ დამნაშავე შესაძლოა ოკუპირებულ აფხაზეთში აპირებდა გადასვლას. აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას განცხადებით, თუ დამნაშავემ, რომელმაც ზუგდიდში ბანკზე თავდასხმა განახორციელა, „საზღვარი“ გადაკვეთა, სოხუმი მას თბილისს გადასცემს.[6]

25 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, დამნაშავე იდენტიფიცირებულია. თუმცა, უწყებას არ დაუსახელებია მისი სახელი და გვარი. შსს-მ ასევე მოუწოდა მედიას, „არ გაავრცელონ ინფორმაცია დამნაშავის ვინაობაზე, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს“.[7]

26 ოქტომბერს სპეციალურ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და მისი სახელი ბადრი ესაბუაა.[1]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელი ბადრი ესებუაა – შსს. Netgazeti (2020-10-26). ციტირების თარიღი: 26 ოქტომბერი, 2020.
  2. 2.0 2.1 2.2 ყველა მძევალი თავისუფალია, თავდამსხმელი გაიქცა — რა ხდებოდა ზუგდიდში. on.ge (2020-10-22). ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2020.
  3. „სამი კაცის გარდა ყველანი გამოგვიშვეს“ – მძევალი დაკითხვაზე გადაიყვანეს. mcm.ge (2020-10-21). ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2020.
  4. გამტაცებელს მძევლებთან ერთად გაჰყვა სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა. „რადიო თავისუფლება“. radiotavisupleba.ge (2020-20-21). ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2020.
  5. შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა. imedinews.ge (2020-10-21). ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2020.[მკვდარი ბმული]
  6. სერგეი შამბა — თუ ბანკზე თავდამსხმელმა საზღვარი გადმოკვეთა, სოხუმი მას თბილისს გადასცემს. interpressnews.ge (2020-10-22). ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2020.
  7. ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელი პირი იდენტიფიცირებულია – შსს. Netgazeti (2020-10-25). ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი, 2020.