ზოროს ნიღაბი (ინგლ. The Mask of Zorro) — 1998 წლის ფილმი, რომელიც დაფუძნებულია ჯონსტონ მაკკულის პერსონაჟ ზოროს თავგადასავლებზე. ფილმი გადაიღო მარტინ კემპბელმა. მასში მთავარ როლებს ასრულებენ: ენტონი ჰოპკინზი, ანტონიო ბანდერასი, კათრინ ზიტა-ჯონზი და სხვა. აშშ-ში ფილმი გამოუშვეს 1998 წლის 17 ივლისს, რასაც მოჰყვა როგორც ფინანსური, ასევე კრიტიკული წარმატება. ფილმის გაგრძელება — „ლეგენდა ზოროზე“, 2005 წელს გამოვიდა. მისი რეჟისორი კვლავ კემპბელია.

„ზოროს ნიღაბი
The Mask of Zorro“
ჟანრი მძაფრ-სიუჟეტიანი, სათავგადასავლო, კომედია, რომანტიკული, ვესტერნი
რეჟისორი მარტინ კემპბელი
პროდიუსერი დაგ კლეიბორნი
დევიდ ფოსტერი
სცენარის ავტორი ტედ ელიოტი, ტერი როსიო, ჯონ ესკოუ
როლებში ენტონი ჰოპკინზი, ანტონიო ბანდერასი, კათრინ ზიტა-ჯონზი
კომპოზიტორი ჯეიმზ ჰორნერი
მონტაჟი ტომ ნობლი
სტუდია TriStar Pictures
Amblin Entertainment
Zorro Productions, Inc.
David Foster Productions
დისტრიბუტორი Sony Pictures Entertainment
გამოსვლის თარიღი 17 ივლისი, 1998
ხანგრძლივობა 136 წთ
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $96 მილიონი
შემოსავალი $250,288,523
შემდეგი „ლეგენდა ზოროზე“

როლებში რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება