ზოოტოპია (Zootopia, გაერთიანებულ სამეფოსა და სხვა ქვეყნებში აგრეთვე ცნობილი როგორც ზოოტროპოლისი, Zootropolis)[5][6]უოლტ დისნეის ანიმაციური სტუდიების 2016 წლის ამერიკული 3D ანიმაციური სათავგადასავლო ფილმი[7], Walt Disney Pictures-ის დისტრიბუციით[8]. იგი 55-ეა დისნეის ანიმაციური სრულმეტრაჟიანი ფილმების სიაში. ფილმის რეჟისორები არიან ბაირონ ჰოვარდი („ბოლტი“, „ჩახლართული“) და რიჩ მური („გამანადგურებელი რალფი“).

„ზოოტოპია“
რეჟისორი
პროდიუსერი კლარკ სპენსერი
ისტორია
როლებში
მუსიკა მაიკლ ჯაკინო
ოპერატორი
  • ნეითან უორნერი
  • ბრაიან ლიჩი
  • თომას ბეიკერი
მონტაჟი
  • ფაბიენ როული
  • ჯერემი მილტონი
სტუდია
დისტრიბუტორი Walt Disney Studios
Motion Pictures
პრემიერა
  • 11 თებერვალი, 2016 (2016-02-11) (დანია)
  • 4 მარტი, 2016 (2016-03-04) (აშშ)
ხანგრძლივობა 108 წთ.[1][2]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 150 მილიონი აშშ დოლარი[3]
შემოსავალი 1.024 მილიარდი აშშ დოლარი[4]

ფილმის პერსონაჟებს ახმოვანებენ ჯინიფერ გუდვინი, ჯეისონ ბეიტმენი, იდრის ელბა, ჯენი სლეიტი, ნეიტ ტორენსი, ბონი ჰანტი, დონ ლეიკი, ტომი ჩონგი, ჯ. კ. სიმონსი, ოქტავია სპენსერი, ალან ტუდიკი და შაკირა. სიუჟეტი აღწერს უცნაურ დუეტს — პოლიციელ კურდღელს და გაიძვერა მელას, რომლებიც იძიებენ ცხოველებით დასახლების ქალაქის ბინადართა გატაცებას.

„ზოოტოპიას“ პრემიერა გამართა ბელგიაში, ბრიუსელის ანიმაციურ ფესტივალზე, 2016 წლის 13 თებერვალს[9], ხოლო კინოგაქირავებაში ფილმი ტრადიციულ 2D, დისნეის ციფრულ 3D, RealD 3D და IMAX-ის 3D ფორმატებში, აშშ-ში, 4 მარტს გავიდა.[8][10] მან მიიღო კრიტიკოსთა ფართო აღიარება, ანიმაციის ხარისხისთვის, გახმოვანებისთვის, პერსონაჟებისთვის, იუმორისთვის, სცენარისთვის, დისკრიმინაციის თემებისთვის და საზოგადოებრივი სტერეოტიპებისთვის.[11][12][13] რამდენიმე ქვეყანაში ჩვენების პირველივე დღემ შემქმნელებს რეკორდული შემოსავალი მოუტანა, მოგვიანებით კი მსოფლიო მასშტაბით შემოსავალმა 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. „ზოოტოპია“, ამრიგად, იყო 2016 წლის რიგით მეოთხე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი. იგი აგრეთვე გახდა ყველა დროის რიგით 28-ე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი. „ზოოტოპია“ ამერიკის კინოინსტიტუტმა დაასახელა 2016 წლის ფილმების საუკეთესო ათეულში[14]. მან მიიღო ოსკარი წლის საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმისთვის, ოქროს გლობუსი (იმავე კატეგორიაში), კრიტიკოსების არჩევანის ჯილდო და „ენი“, აგრეთვე BAFTA. [15][16]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Ionia, MI - Official Website - "Zootopia". დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 2, 2016. ციტირების თარიღი: მაისი 19, 2017.
  2. Zootropolis (PG). British Board of Film Classification (February 17, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 25, 2016. ციტირების თარიღი: February 17, 2016.
  3. „‘Zootopia’ Tops the Box Office“. The New York Times. ციტირების თარიღი: March 13, 2016.
  4. Zootopia (2016). IMDb. ციტირების თარიღი: October 3, 2016.
  5. Rosser, Stephen (March 11, 2015). „Disney's 'Zootopia' renamed 'Zootropolis' for UK“. ScreenDaily. Screen International. ციტირების თარიღი: March 11, 2015.
  6. White, James (March 11, 2014). „Disney's Zootopia Is Now Zootropolis“. Empire. Bauer Media Group. ციტირების თარიღი: March 11, 2014.
  7. McNary, Dave (June 11, 2015). „Watch: Disney's ‘Zootopia’ Trailer Introduces Animal-Run World“. Zootopia. ციტირების თარიღი: July 25, 2015.
  8. 8.0 8.1 Yamato, Jen (November 10, 2014). „Disney Dates 2016 Animated Pics ‘Zootopia’ & ‘Moana’“. deadline.com. ციტირების თარიღი: November 10, 2014.
  9. Hazelton, John. 'Zootopia': Review. ScreenDaily (February 13, 2016). ციტირების თარიღი: October 4, 2016.
  10. Newswire, PR (February 3, 2016). „Disney's Zootopia To Be Released In IMAX® 3D Theatres Domestically And In Select International Markets Including China“. Deadline.com. ციტირების თარიღი: February 3, 2016.
  11. Zootopia. Fandango Media. ციტირების თარიღი: March 11, 2017.
  12. Travers, Peter (March 3, 2016). Zootopia. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 4, 2016. ციტირების თარიღი: March 4, 2016.
  13. Matt Pressberg. Anti-Racist ‘Zootopia’ Is Crushing It In Countries Where Diversity Often Doesn’t Play. International Business Times.
  14. Hipes, Patrick. (December 8, 2016) AFI Awards: Best Of 2016 Film List Includes ‘Silence’, ‘Hacksaw Ridge’ & More. Deadline.com. ციტირების თარიღი: December 8, 2016.
  15. La La Land Leads with 12 Nominations for the 22nd Annual Critics' Choice Awards. Critics' Choice (December 1, 2016). ციტირების თარიღი: December 1, 2016.
  16. Golden Globes 2017: The Full List of Winners. The Hollywood Reporter (January 8, 2017). ციტირების თარიღი: January 8, 2017.