უკრაინის სახალხო რესპუბლიკისა და დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის გაერთიანების აქტი ან უსრ-ისა და დუსრ-ის გაერთიანების აქტი, ხშირად ეწოდება „ზლუკის აქტი“[1] — 1919 წლის 22 იანვარს უკრაინის სახალხო რესპუბლიკისა (უსრ) და დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის (დუსრ) ერთიან უკრაინულ სახელმწიფოდ გამოცხადება.[2]

უსრ-ის დირექტორიის უნივერსალის ფოტო უსრ-სა და დუსრ-ის გაერთიანების შესახებ

გაერთიანების ისტორია რედაქტირება

პოლონელებთან, რომლებიც დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკას უტევდნენ, ბრძოლაში დახმარების მიღების მიზნით, უკრაინის სახალხო რესპუბლიკა, 1918 წლის ნოემბრის ბოლოს კიევში ჰეტმან სკოროპადსკისთან გაგზავნა თავისი წარმომადგენლები, ლ. ცეგელსკი და დ. ლევიცკი. თუმცა ამ დროისთვის კიევი უკვე გარშემორტყმული იყო დირექტორიის ჯარებით. მაცნეები ფასტოვში წავიდნენ, სადაც შეხვდნენ დირექტორიის წევრებს, ვლადიმირ ვინიჩენკოს, სიმონ პეტლიურას, ათანასე ანდრიევსკის, ფ. შვეცსა და ა. მაკარენკოს. მოლაპარაკებების შედეგად 1918 წლის 1-ელ დეკემბერს ხელი მოეწერა წინასწარ ხელშეკრულებას (უკრ. Передвступний договір) სახელმწიფოების შემდგომი გაერთიანების შესახებ.

1919 წლის 3 იანვარს სტანისლავში ფასტოვის ხელშეკრულება უკრაინის ეროვნული რადის მიერ რატიფიცირდა.

სქოლიო რედაქტირება

  1. „ზლუკა“ უკრაინულად „შეკავშირებას“ ნიშნავს
  2. Енциклопедія історії України на сайте Института Истории Украины НАНУ