ზლატოუსტი

ქალაქი რუსეთში

ზლატოუსტი (რუს. Златоуст) — ქალაქი რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქში. ზლატოუსტის საქალაქო ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. 2016 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 169 057 კაცს. ქალაქთან ახლოს, მისგან აღმოსავლეთით, 60-ე მერიადიანზე გადის ევროპისა და აზიის საზღვარი.

ქალაქი
ზლატოუსტი
Златоуст

ქალაქის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი ჩელიაბინსკის ოლქი
საქალაქო ოლქი ზლატოუსტი
კოორდინატები 55°10′00″ ჩ. გ. 59°40′00″ ა. გ. / 55.16667° ჩ. გ. 59.66667° ა. გ. / 55.16667; 59.66667
მმართველი Maxim Borisovich Pekarsky[1]
დაარსდა 1754
პირველი ხსენება 1751
ამჟამინდელი სტატუსი 1865
ფართობი 136,4 კმ²
ცენტრის სიმაღლე 538
კლიმატის ტიპი ზომიერად კონტინენტალური
მოსახლეობა 169 057 კაცი (2016)
ეროვნული შემადგენლობა რუსები, თათრები, ბაშკირები
სასაათო სარტყელი UTC+5
სატელეფონო კოდი +7 3513
საფოსტო ინდექსი 456200
საავტომობილო კოდი 74, 174
ოფიციალური საიტი zlat-go.ru
ზლატოუსტი — რუსეთი
ზლატოუსტი

გეოგრაფია რედაქტირება

ქალაქი მდებარეობს რუსეთის ევროპულ ნაწილში. მდინარე აიზე, ჩელიაბინსკიდან დასავლეთით 120 კილომეტრში და მოსკოვიდან 1750 კილომეტრში დასავლეთით. ქალაქში გადის ტრანსციმბირის მაგისტრალი.

ისტორია რედაქტირება

პირველი რუსული დროებითი დასახლება თანამედროვე ზლატოუსტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა XVII საუკუნეში ოქროს მაძიებლების საქმიანობასთან დაკავშირებით. თავად ქალაქი ზლატოუსტი დაარსდა 1754 წელს ლითონის ნაკეთობათა ქარხანასთან ერთად და სახელი ეწოდა წმინდა იოანე ოქროპირის (რუს. Иоанн Златоуст) პატივსაცემად. 1815 წელს აქ დაარსდა იარაღის ქარხანა. 1917 წლის 4 დეკემბერს ქალაქში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება. 1918 წლის 27 მაისს ქალაქთან გაიმართა ბრძოლა ლეგიონერებსა და ადგილობრივ წითელარმიელებს შორის.

მეორე მსოფლიო ომში 30 000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ზლატოუსტიდან, 9 000-ზე მეტი ვერ დაბრუნდა ბრძოლის ველიდან.

ღირსშესანიშნაობა რედაქტირება

ცნობილი ადამიანები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  1. https://web.archive.org/web/20200609144447/http://www.zlat-go.ru/04_glava/