ზიმბაბვეს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები

ზიმბაბვეს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები (ინგლ. Zimbabwe national rugby union team) – ეროვნული ნაკრები, რომელიც ზიმბაბვეს წარმოადგენს რაგბის საერთაშორისო მატჩებში და ტურნირებში. IRB-ის კლასიფიკაციით ზიმბაბვეს ნაკრები განეკუთვნება მესამე იარუსის გუნდებს, რომელთაც რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება აქვთ. ზიმბაბვეს ტერიტორიაზე რაგბიმ განვითარება დაიწყო XIX საუკუნის ბოლოს, ეროვნული ნაკრების (სამხრეთ როდეზია) პირველი საერთაშორისო მატჩი გაიმართა 1910 წელს, როდესაც მათი მეტოქე იყო ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები.

ზიმბაბვე
კავშირი ზიმბაბვეს რაგბის კავშირი
მეტსახელ(ებ)ი Sables
ემბლემა თეთრი მტრედი
დაარსდა 1890
მწვრთნელ(ებ)ი პეტერ დე ვილერსი
კაპიტანი დენფორდ მუტიმანგირა
გუნდის  ფერები
გამოსაც.  ფერები
პირველი საერთაშორისო მატჩი
სამხრეთ როდეზიის დროშა სამხრეთი როდეზია 11 - 24 ლომები
(30 ივლისი 1910)
უდიდესი გამარჯვება
ზიმბაბვე ზიმბაბვეს დროშა 130 - 10 ბოტსვანის დროშა ბოტსვანა
(9 სექტემბერი 1996)
უარესი დამარცხება
ნამიბიის დროშა ნამიბია 80 - 6 ზიმბაბვე ზიმბაბვეს დროშა
(15 აგვისტო 2015)
მსოფლიო ჩემპიონატი
გამოსვლები 2 (პირველი 1987)
საუკეთესო შედეგი მოგების გარეშე

ნაკრებს შემდგომ წლებშიც მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა «ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან». ევროპელი სტუმრები რეგულარულად თამაშობენ ზიმბაბვეს ნაკრებთან მათი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ტურნეს ფარგლებში. ზიმბაბველებმა ასევე ჩაატარეს რამდენიმე მატჩი ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, პირველი თამაში შედგა 1920-იანი წლების ბოლოს.

ზიმბაბვეს ნაკრები, რომლის მეტსახელია Sables, ორჯერ იღებდა მონაწილეობას რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის გათამაშებაზე (1987 და1991 წლებში). რადგანაც სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა გამოტოვა პირველი ორი მსოფლიო ჩემპიონატი, ზიმბაბვე გახდა პირველი ნაკრები, რომელიც წარმოადგენდა აფრიკას მსოფლიო ფორუმზე. მიუხედავად ამისა, ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე ვერც ერთი გამარჯვება ვერ მოიპოვა.