ზილგახოხი

მთა საქართველოში, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მხარეების ადმინისტრაციულ საზღვარზე

ზილგახოხიმწვერვალი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ჯავის მუნიციპალიტეტისა და მცხეთა-მთიანეთის მხარის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე.[1] მდებარეობს კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარეების სბისა და ჭელიათისწყლის (ლიახვის აუზი) სათავეებს შორის. სიმაღლე ზღვის დონიდან 3857 მ. აგებულია ზედაიურულ-ვალანჟინური მერგელებით, კირქვებით, კონგლომერატებით, თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით. კალთები ციცაბოა, დამახასიათებელია სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტი. მწვერვალზე 1852 ავიდა რუსი გეოდეზისტი, წარმოშობით პოლონელი, გენერალ-ლეიტენანტი იოსებ ხოძკო.[2]

ზილგახოხი
კოორდინატები: 42°36′38″ ჩ. გ. 44°13′31″ ა. გ. / 42.6107417° ჩ. გ. 44.2253528° ა. გ. / 42.6107417; 44.2253528
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ჯავის მუნიციპალიტეტი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3857 
ქედი მაღრან-დვალეთის კავკასიონი
ამგებელი ქანები მერგელი, კირქვა, კონგლომერატი, თიხაფიქალი, ქვიშაქვა
ზილგახოხი — საქართველო
ზილგახოხი
ზილგახოხი — შიდა ქართლი
ზილგახოხი

სქოლიო რედაქტირება

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 76.
  2. უთმელიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 370.