ზემგალე (ლატვ. Zemgale), ზემგალია (ისტორიულ ლიტერატურაში ასევე სემიგალია) — ისტორიული რეგიონი ლატვიაში, სახელწოდება მიიღო ბალტიისპირეთის ძველი მაცხოვრებლების ზემგალებისაგან. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდინარე დაუგავის მარცხენა ნაპირზე.

ლატვიის რეგიონების რუკა. ზემგალე აღნიშნულია მწვანედ.

ისტორია რედაქტირება

შუა საუკუნეებში ზემგალია შედიოდა კურზემეს შემადგენლობაში. XIII საუკუნეში დაიპყრეს გერმანელმა რაინდებმა და გახდა ლივონიის შემადგენელი ნაწილი. 1561 წლიდან კურლანდიის საჰერცოგოს შემადგენლობაშია. 1795-1917 წლებში კურლანდიის საჰერცოგოს აღმოსავლეთი ნაწილი რუსეთის იმპერიის კუთვნილებაა.

ღირსშესანიშნაობა რედაქტირება

რეგიონის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა რუნდალის სასახლე, რომელიც აშენებულია რასტრელის პროექტის მიხედვით. ყოველწლიურად ივლისის სამი კვირის განმავლობაში აქ მიმდინარეობს ძველი მუსიკის ფესტივალი.

ელგავაში - კურლანდიის საჰერცოგოს დედაქალაქში მდებარეობს ჰერცოგის სასახლე, რომელიც ასევე რასტრელის მიერაა აგებული.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება