ზეკარის უღელტეხილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზეკარა (მრავალმნიშვნელოვანი).
ეს სტატია შიდა ქართლის მხარის უღელტეხილს ეხება. იმერეთის მხარის უღელტეხილის შესახებ იხილეთ ზეკარი.

ზეკარის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე. მდებარეობს მაღრან-დვალეთის კავკასიონზე, მდინარე ზეკრის (დიდი ლიახვის შენაკადი) სათავეში, მწვერვალ ზეკრის აღმოსავლეთით. სიმაღლე 3184 მ. ზეკრის კალთები აგებულია იურული ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით. ჩრდილოეთი კალთა დაფარულია მუდმივი თოვლ-ყინულით. მდინარე დიდი ლიახვის ხეობას აკავშირებს მდინარე თერგის ხეობასთან (ჩრდილოეთი ოსეთი).

ზეკარის უღელტეხილი
კოორდინატები: 42°33′07″ ჩ. გ. 43°57′28″ ა. გ. / 42.55194° ჩ. გ. 43.95778° ა. გ. / 42.55194; 43.95778
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული ჯავის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3184 
ქედი მაღრან-დვალეთის კავკასიონი
ზეკარის უღელტეხილი — შიდა ქართლი
ზეკარის უღელტეხილი
ზეკარის უღელტეხილი — ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია
ზეკარის უღელტეხილი

ლიტერატურა რედაქტირება