ზეთოვანი მცენარეები

ზეთოვანი მცენარეებიმცენარეები, რომლებიც მოჰყავთ ცხიმოვანი ზეთის მისაღებად. მათ განეკუთვნება ერთ- და მრავალწლოვან მცენარეთა სხვადასხვა ოჯახი რთულყვავილოვანებიდანმზესუმზირა, ალისარჩული; პარკოსნებიდანსოია, არაქისი; ზეთისხილისებრთაგან — ზეთისხილი; ჯვაროსნებიდანრაფსი, მდოგვი, წიწმატასელი; რძილისებრთაგანაბუსალათინი და სხვა. ზოგიერთი მათგანი (ქოქოსისა და ზეთოვანი პალმები, კაკაო და ტუნგი) ხეა, ზოგი — ბალახოვანი მცენარე (სოია, მზესუმზირა,რაფსი, სელი ზეთოვანი და სხვა).

ზეთოვანი მცენარეთა უმეტესობა ცხიმოვან ზეთს აგროვებს თესლსა და ნაყოფში, ზოგი — გორგალში. ცხიმოვან ზეთს შეიცავს აგრეთვე სართავი კულტურების (ბამბა, სელი სართავი, კანაფი) თესლი, ზოგიერთი ეთერზეთოვანი მცენარე (ქინძი, კვლიავი, ანისული), კაკლოვანების ნაყოფი (კაკალი, ნუში). ცხიმოვან ზეთს იღებენ აგრეთვე სიმინდისა და ხორბლის თესლის ჩანასახისაგან, ატმისა და გარგარის თესლისაგან და სხვა. ზეთოვანი მცენარეები ზეთს შეიცავს შემდეგი რაოდენობით (%-ით აბსოლუტურ მშრალ ნივთიერებაზე): მზესუმზირა — 29-57, სოია — 15-26, მდოგვი — 20-45, სელი ზეთოვანი — 35-52, არაქისი — 41-57, რაფსი— 45-50, ზეთისხილი — 25-67, აბუსალათინი — 48-55 და სხვა.

ლიტერატურა რედაქტირება