ზებუნებრივი (ტელესერიალი)


ზებუნებრივი“ (ინგლ. Supernatural) — ამერიკული დრამა-საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო სერიალი, მთავარ როლებში ჯენსენ ეკლსითა (დინ ვინჩესტერი) და ჯარედ პადალეკით (სემ ვინჩესტერი). ისინი არიან ძმები, რომლებიც ნადირობენ დემონებსა და სხვა პარანორმალურ არსებებზე. გადაღებები მიმდინარეობს კანადის ქალაქ ვანკუვერში. სერიალის დებიუტი 2005 წლის 13 სექტემბერს, ტელეკომპანია WB-ს ეთერში შედგა, ამჟამად კი CW-ს ტელეარხზე გადის. მეორე სეზონი 2008 წლის 28 სექტემბერს გამოვიდა, მესამე კი 2007 წლის 4 ოქტომბერს. 2007 წლის 5 დეკემბერს სერიალის პროდუქცია შეჩერდა 2007-2008 წლის ე.წ. მწერალთა გაფიცვის გამო. ამ დროისათვის მხოლოდ მე-12 სერიის გადაღება იყო დასრულებული. 2008 წლის აპრილ-მაისში გამოვიდა კიდევ 4 სერია და საბოლოო ჯამში მესამე სეზონმა 16 სერია გააერთიანა, თუმცაღა ოცდაორის გადაღება იგეგმებოდა. 2008 წლის 18 სექტემბერს გამოვიდა სერიალის რიგით მეოთხე სეზონი. 2009 წლის 24 თებერვალს შედგა მეხუთე სეზონის დებიუტი. მეექვსე სეზონის პრემიერა გაიმართა 2010 წლის 24 სექტემბერს. მეშვიდე სეზონის 2011 წლის 23 სექტემბერს.2012 წლის 3 ოქტომბერს შედგა მერვე სეზონის პრემიერა. მეცხრე სეზონის პრემიერა 2013 წლის 8 ოქტომბერს შედგა. 2014 წლის 13 თებერვალს სერიალი ოფიციალურად გაგრძელდა მეათე სეზონამდე.

ზებუნებრივი
ჟანრი
ავტორი ერიკ კრიპკე
მონაწილეობენ
კომპოზიტორ(ებ)ი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 15
ეპიზოდი 327 (ეპიზოდების სია)
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი ერიკ კრიპკე
მაკჯი
რობერტ სინგერი
დევიდ ნატერი
კიმ მენერსი (2005–09)
სერა გემბლი (2010–12)
ჯერემი კარვერი (2012-2020)
ადგილ(ებ)ი ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა
ხანგრძლივობა 38–45 წთ.
კომპანია
დისტრიბუტორი Warner Bros. Television Distribution
ეთერი
ორიგინალური არხი
ჩვენების ფორმატი 1080i (HDTV)
ეთერში 13 სექტემბერი, 2005 (2005-09-13) — 19 ნოემბერი, 2020 (2020-11-19)
დაკავშირებული შოუები ზებუნებრივი: მოდგმა
რესურსები ინტერნეტში
საიტი

სერიალის მიმოხილვა რედაქტირება

ძმებს დინ და სემ ვინჩესტერებს განსაკუთრებული ნიჭი აქვთ. სემი ცდილობს ნორმალური ცხოვრების მოწყობას მის მეგობარ გოგონასთან ერთად, მაგრამ როდესაც ვინჩესტერები იგებენ რომ მათი მამა უგვზოუკვლოდ დაკარგულია, ისინი მაშინვე საძიებლად მიემართებიან. ახლა მათი ცხოვრების აზრი არაამქვეყნიური არსებებზე ნადირობაა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  1. Erickson, Hal. Supernatural [TV Series]. AllMovie. ციტირების თარიღი: February 16, 2014.