ზახარი სტოიანოვი (დ. 1850 ან 1851 — გ. 2 სექტემბერი, 1889, პარიზი) — ბულგარელი მწერალი, ბულგარული აღორძინების ერთ-ერთი წარმომადგენელი,

ბიოგრაფია რედაქტირება

იყო სტარა-ზაგორის (1875) და აპრილის (1876) აჯანყებების თანაორგანოზატორი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1880 წელს, დააარსა გაზეთი „რაბოტნიკი“ (რუსე, 1881), „ბორბა“ (პლოვდივი, 1885). აქვეყნებდა ფელეტონებს, სტატიებს, ნარკვევევბს. ავტორია მოთხრობისა „ისკანდერ ბეი“ (1882). ავტორია ე. ლევსკის (1883) და ხ. ბოტევის (1889) ბიოგრაფიებისა. დაწერა „ჩანაწერები ბულგარეთის აჯანყებებზე“ სამ ტომად (1884-1892).

ლიტერატურა რედაქტირება