ზაქარი ტეილორი (ინგლ. Zachary Taylor; დ. 24 ნოემბერი, 1784 — გ. 9 ივლისი, 1850) — ამერიკელი სამხედრო ლიდერი და აშშ-ის მე-12 პრეზიდენტი 1849-1850 წლებში.

ზაქარი ტეილორი
Zachary Taylor
ზაქარი ტეილორი Zachary Taylor
აშშ-ის მე-12 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1849 – 9 ივლისი, 1850
ვიცე-პრეზიდენტი  მილარდ ფილმორი
წინამორბედიჯეიმზ ნოქს პოლკი
მემკვიდრემილარდ ფილმორი

დაბადებული24 ნოემბერი, 1784
ბარბორსვილი , ვირჯინია
გარდაცვლილი9 ივლისი, 1850
ვაშინგტონი
ეროვნებაამერიკელი
პოლიტიკური პარტიავიგი
მეუღლემარგარეტ ტეილორი
პროფესიაჯარისკაცი (გენერალი)
ხელმოწერა

ტეილორს ჰქონდა 40 წლიანი სამხედრო კარიერა აშშ-ის არმიაში. მან თავი გამოიჩინა ინგლისთან 1812 წლის ომში და ინდიელთა წინააღმდეგ ომებში. იგი მეთაურობდა აშშ-ის არმიას ამერიკა-მექსიკის ომში. ტეილორი იყო სამხრეთელი მონათმფლობელი, თუმცა იგი ეწინააღმდეგებოდა მონათმფლობელობის ახალ ტერიტორიებზე გავრცელებას. ამერიკა-მექსიკის ომში წარმატებებით ტეილორმა ქვეყანაში დიდი პოპულარობა მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ის პოლიტიკით დაინტერესებული არ იყო, იგი 1848 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიგების პარტიამ წარადგინა.

არჩევნებში გამარჯვებით ტეილორი გახდა მეორე პრეზიდენტი ვაშინგტონის შემდეგ, ვისაც მანამდე არცერთ სახელმწიფო თანამდებობაზე არ ჰქონდა ნამუშევარი. იგი ვუდრო უილსონამდე პრეზიდენტად არჩეული ბოლო სამხრეთელი იყო. ტეილორი მწვავე გასტროენტერიტით პრეზიდენტობის მეორე წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ვიცე-პრეზიდენტი მილარდ ფილმორი გახდა პრეზიდენტი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: