ზაქარია ჭავჭავაძე

ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძე (დ. 25 ოქტომბერი, 1825, წინანდალი — გ. 22 ოქტომბერი, 1906, თბილისი) — ქართველი თავადი, რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი (1893).

ზაქარია ჭავჭავაძე

ადრეული წლები და კარიერა რედაქტირება

დაიბადა ჭავჭავაძეების საგვარეულო მამულში, წინანდალში. 1852–1859 წლებში მსახურობდა ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში. 1847 წლიდან მონაწილეობდა კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში. ყირიმის ომის (1853–1856) დროს კავკასიის ფრონტზე მეთაურობდა ჯერ ესკადრონს, შემდეგ დივიზიონს. თავი გამოიჩინა 1853 წლის 19 ნოემბრის ბაშკადიკლარისა და 1854 წლის 24 ივლისის ქურუქ-დარის ბრძოლებში. ყირიმის ომის შემდეგ კვლავ იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიელი ამბოხებულების წინააღმდეგ. 1859–1864 წლებში მეთაურობდა ჯერ დაღესტნის ცხენოსანთა, შემდეგ კი ტვერის დრაგუნთა პოლკს. მონაწილეობდა შამილის უკანასკნელი სიმაგრის — ღუნიბის იერიშში. რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877–1878) სარდლობდა კავკასიის ფრონტზე მოქმედი კორპუსის კავალერიას. მონაწილეობდა ომის მსვლელობისას განხორციელებულ ყველა მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციაში. 1878–1885 მეთაურობდა კავალერიის დივიზიას, 1885–1893 — კავკასიის არმიის 1-ლ კორპუსს.

გარდაიცვალა თბილისში. დაკრძალულია შუამთაში. მისი უმცროსი ძმა, არჩილ ჭავჭავაძე იყო რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი; ვაჟი, ალექსანდრე — რუსეთისა და საქართველოს არმიების გენერალ-მაიორი.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება