ზაქარია ამაშუკელი

ზაქარია ვასილის ძე ამაშუკელი (დ. 30 ივნისი, 1862 — გ. 3 აპრილი, 1942) — რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (10 ივლისი, 1917).

დაიბადა ქუთაისის გუბერნიის აზნაურთა ოჯახში. მამა იყო მაიორი ვასილ სოკრატის ძე ამაშუკელი. დაამთავრა ვორონეჟის კადეტთა კორპუსი (1881), შემდეგ ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელი (1883). 1881 წლიდან სამხედრო სამსახურში იყო. ირიცხებოდა ტვერის 43-ე (1907 წლიდან — მე-16) დრაგუნთა პოლკში. 1914 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1915 წლის 11 ივლისს ხან-ოღლისთან ბრძოლაში, სადაც წარმატებულ იერიშზე გაუძღვა თავის ცხენოსან ესკადრონს. ამისათვის მიიღო წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენი (1916). ასევე დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის III (1890) და II (1916), წმ. ანას III (1901) და II (1915), წმ. ვლადიმერის IV (1915) ხარისხის ორდენებით.

1917 წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება. მონაწილეობდა გენ. ბარათოვის ექსპედიციაში სპარსეთში. მეთაურობდა რეველის სასაზღვრო პოლკს. 1919 წელს მსახურობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის არმიაში საკავალერიო დივიზიის შტაბის უფროსად. შემდეგ მონაწილეობდა თეთრ მოძრაობაში „სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალებისა“ და „რუსული არმიის“ რიგებში ყირიმიდან ევაკუაციამდე. 1920 წლიდან ემიგრაციაში იყო იუგოსლავიაში. დაკრძალულია ბელგრადში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Азербайджанская Демократическая Республика (1918—1920). Армия. (Документы и материалы). Баку, 1998, с. 16;
  • Азербайджанская Демократическая Республика (1918—1920). Армия. (Документы и материалы). Баку, 1998, с. 18;
  • Азербайджанская Демократическая Республика (1918—1920). Армия. (Документы и материалы). Баку, 1998, с. 26;
  • Гогитидзе, М. Грузинский генералитет (1699 – 1921) : библиограф. справочник / отв. ред. И. Дивный. – Киев : Ин-т укр. археографии и источниковедения им. М. Грушевского Нац. АН Украины, 2001;
  • Гогитидзе, М. Военная элита Кавказа : в 2 т. – Т. I : Генералы и адмиралы из Грузии / ред. Н. Джавахишвили. – Тбилиси : НИЦ ист. груз.-кавказ. отношений, 2007;
  • Гусейнов А. Армия Азербайджанской Демократической Республики. 1918—1920 гг. // Старый Цейхгауз. 2011. № 2-3(40-41). С. 118—128;
  • Волков, С.В. Генералитет Российской империи: энциклопедический словарь генералов и адмиралов от Петра I до Николая II. Т. 1. – М., 2010. – С. 53;
  • Список подполковникам по старшинству. Ч.I, II и III / сост.по 1-е марта 1909 г. – СПб., 1909. – С. 1421;
  • Русские генералы в Белграде: биографические очерки / Под научной ред. М.В. Новикова. – Ярославль: Издв-во ЯГПУ, 2014.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება