ზაქარია აგულეცი (დ. 1630 ― გ. 1691), სომეხი ვაჭარი. სავაჭრო მისიით იმოგზაურა ამიერკავკასიაში, ირანში, ოსმალეთში, დასავლეთ ევროპაში და შეადგინა "დღიური", რომელიც 3 ნაწილისაგან შედგება. I ნაწილი შეიცავს ცნობებს აღმოსავლეთ და დასავლეთ სხვადასხვა ქალაქს შორის მანძილისა და მარშრუტების შესახებ. II ნაწილში წარმოდგენილია 1647-1681 წლებში პირადად ნანახი და გაგონილი ამბები; III ნაწილში მოცემულია საკუთარი ოჯახის ბიოგრაფიული ქრონიკა. "დღიური" საყურადღებო ცნობებს შეიცავს XVII საუკუნის თბილისისა და იმდროინდელი საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაზე. გამოიცა სომხურ (1938) და რუსულ (1939) ენებზე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • მელიქსეთ-ბეგი ლ., ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია, თბ., 1941;
  • მაისურაძე გ., ქსე, ტ. 4, გვ. 489, თბ., 1979