ზაფხულის ღამის სიზმარი

ზაფხულის ღამის სიზმარი (A Midsummer Night's Dream) — უილიამ შექსპირის კომედია. იგი დაწერილი უნდა იყოს 1594–1595 წლებს შორის. პიესა დაიწერა რომელიმე დიდგვაროვანის საქორწინო ცერემონიალზე წარსადგენად, რომელსაც შესაძლოა თვით დედოფალი ელიზაბეთიც ესწრებოდა. აღნიშნავენ დედოფლის მიმართ პიესაში ჩაქსოვილ რამდენიმე ქათინაურს. ერთი ვერსიით, შექსპირმა კომედია მიუძღვნა სამოც წელს მიღწეულ სერ თომას ჰენიჯის დაქორწინებას საუთჰემპტონის გრაფის ქვრივ მერიზე. მერი იყო იმ გრაფ საუთჰემპტონის დედა, რომელიც მფარველობას უწევდა შექსპირს და რომელსაც მიეძღვნა პოემები ვენერა და ადონისი და ლუკრეციას გაუპატიურება.

კომედიაში ნაგულისხმებია ზაფხულის ბუნიაობის ღამე (Midsummer Eve), 23 ივლისი, რომლის დროსაც თითქოს სულები გადმოდიოდნენ საფლავიდან და ოინებს უმართავდნენ ადამიანებს. ამ დროს ტარდებოდა ტრადიციული რიტუალები, ანთებდნენ კოცონს, რაც წინაქრისტიანული ბრიტანეთის ნაყოფიერების დღესასწაულის გადმონაშთი იყო.

შექსპიროლოგთა შორის გამოითქვა მოსაზრება რომეო და ჯულიეტასა და ზაფხულის ღამის სიზმრის ურთიერთმიმართების შესახებ, რომლის თანახმადაც ორივე პიესა ერთიან გენეტიკურ ტიპს განეკუთვნება, ორივეში დახატულია მტრული ოჯახის შვილების ბედ–იღბალი.

კომედიის სიუჟეტის წყაროები მრავლად მოიძებნება კლასიკური ლიტერატურიდან. შექსპირი აერთიანებს განსხვავებულ სიუჟეტურ მოტივებს პლუტარქეს ქრონიკებიდან, ჯეფრი ჩოსერის კენტერბერიული მოთხრობებიდან, აპულეუსის ოქროს ვირიდან. სახელი ტიტანია შექსპირმა ალბათ ნახა ოვიდიუსთან და ა.შ. საერთოდ, პიესის სამყარო სავსეა შუა საუკუნეების ფოლკლორული სახეებით, ანგლო–საქსური წარსულის ფურცლებიდან გაცოცხლებული წარმოდგენებით. მეტად ძლიერი და აქტიურია პიესაში მითური არქეტიპების სიღრმისეული შრე.

პერსონაჟები რედაქტირება

  • თეზევსი – ათენის მთავარი
  • ეგეოსი – ჰერმიას მამა
  • ლისანდრე – ჰერმიას მოტრფიალე
  • დემეტრიოსი – ჰერმიას მოტრფიალე
  • ფილოსტრატე – თეზევსის დღესასწაულის გამგებელი
  • კომშა – დურგალი
  • კოხტაპრუწა – ხურო
  • კოჭა – ფეიქარი
  • სტვირა – მესაბერვლე
  • დრუნჩა – თოქმაჩი
  • კნაჭა – თერძი
  • ჰიპოლიტა – ამორძალების დედოფალი
  • ჰერმია – ეგეოსის ქალი, ლისანდრეს შეყვარებული
  • ელენე –დემეტრიოსის მოტრფიალე
  • ობერონი–ფერიების მეფე
  • ტიტანია – ფერიების დედოფალი
  • პაკი – ანუ საყვარელი ბიჭი რობინ გუდფელოუ
  • მდოგვის მარცვალი – ფერია
  • ფარვანა – ფერია
  • აბლაბუდა – ფერია
  • მუხუდო – ფერია
  • სხვა ფერიები, თეზევისისა და ჰიპოლიტას ამალა

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • თხზულებათა სრული კრებული ხუთ ტომად, ტ. I, ნიკო ყიასაშვილის საერთო რედაქციით, წინასიტყვაობითა და შენიშვნებით, გვ. 400
  • სოფიო მარი, შექსპირი და უძველესი მითები, „ქართული შექსპირიანა“, ტომი მესამე, თბ., 1972, გვ. 51–71