ზაურ სვანაძე (დ. 23 იანვარი, 1958, ქუთაისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი, თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. სხვადასხვა დროს იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოს“ და შვედური საფეხბურთო კლუბების — „ჰოლმსუნდის“, „უმეოს“, „მუუთაალას“ და „ელივორე მალმბერგეტსის“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1981) და ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1981).[1][2] ღირსების ორდენის კავალერი.[3]

ზაურ სვანაძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ზაურ ალექსანდრეს ძე სვანაძე
დაბადების
თარიღი
23 იანვარი, 1958 (1958-01-23) (66 წლის)
დაბადების
ადგილი
ქუთაისი,
საქართველოს სსრ
სიმაღლე 173 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1972–1976 ტორპედო ქუთაისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1976–1980 ტორპედო ქ. 158 (17)
1981–1989 დინამო თბ. 245 (8)
1990 ჰოლმსუნდი 24 (1)
1991 უმეო
1991–1992 მუუთაალა
1993–1995 ელივორე
სამწვრთნელო კარიერა
1995–2000 ელივორე მალმბერგეტსი
2001–2002 ლოკომოტივი თბილისი (თ.)
2002–2003 ლოკომოტივი თბილისი
2005–2006 დინამო თბილისი (თ.)
2006–2008 საქართველო (თ.)
2008–2009 საქართველო 19 წლ.
2009–2011 საქართველო 21 წლ. (თ.)
2012–2015 ინტერი ბაქო (თ.)
2015–2017 ინტერი ბაქო
2018–2019 დინამო თბილისი
2019– დინამო თბილისი (ასისტენტი)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — ზაურ სვანაძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[4]

საკლუბო კარიერა რედაქტირება

 
გაზ. „ლელო“, 16 მაისი, 1981

ზაურ სვანაძემ ფეხბურთის თამაში დაიწყო 1968 წელს ქუთაისის „ტორპედოს“ მოსამზადებელ ჯგუფში, მწვრთნელ კარლო ხურციძესთან.[5][6] 1976–1980 წლებში თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“.[1][7] 1981 წლის იანვრიდან თბილისის „დინამოშია“.[8][9]

გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად 1981 წლის 4 მარტს,[10] ევროპის თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალურ მატჩში, „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გამოდის მინდორზე.[11] შეხვედრას „ვესტ ჰემის“ საშინაო არენა — „აპტონ პარკი“ მასპინძლობს და მას 35 ათასი ფეხბურთის ადგილობრივი გულშემატკივარი ესწრება. დინამოელები თამაშს ასეთი შემადგენლობით იწყებენ: გაბელია, ხიზანიშვილი, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, თავაძე, დარასელია, სულაქველიძე, გუცაევი, ყიფიანი და შენგელია. ზაურ სვანაძე თანაგუნდელების მსგავსად, მატჩის დასაწყისიდანვე ერთვება თამაშში და თავის სადებიუტო შეხვედრას ბოლო წუთამდე შეუცვლელად ატარებს. დაპირისპირება თბილისელთა შთამბეჭდავი გამარჯვებით, ანგარიშით 4–1 მთავრდება. აღნიშნული მატჩი ფეხბურთის სპეციალისტთა საყოველთაო შეფასებით დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო თამაშად რჩება კლუბის არსებობის ისტორიაში.[12]

ზაურ სვანაძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო ჩემპიონატების 245 შეხვედრა ჩაატარა და 8 ბურთი გაიტანა. ამას გარდა, თბილისელთა მაისურით მან საკავშირო თასის გათამაშების 24 მატჩი ითამაშა (1 გოლი), ხოლო საერთაშორისო შეხვედრების ფარგლებში 67-ჯერ გამოვიდა მოედანზე (4 გოლი), აქედან 17 შეხვედრა – ევროპის ქვეყნების საკლუბო გუნდების ტურნირებში.

1990 წლიდან „დინამოდან“ წასვლის შემდეგ შვედური საფეხბურთო კლუბების — „ჰოლმსუნდის“ (1990), „უმეოს“ (1991), 1991–1992 წლებში „მუუთაალას“, ხოლო 1993–1995 წლებში „ელივორე მალმბერგეტსის“ შემადგენლობაშია. საფეხბურთო კარიერას ამავე კლუბში 1995 წელს ასრულებს.

ევროთასებზე რედაქტირება

ქვემოთ წარმოდგენილია ევროპის ქვეყნების საკლუბო გუნდების ოფიციალური ტურნირების ფარგლებში ზაურ სვანაძის მონაწილეობით გამართული მატჩების სტატისტიკური მონაცემები.

მოგება
ფრე
წაგება
სეზონი შეჯიბრება რაუნდი ქვეყანა მეტოქე გუნდი შინ სტ. წყარო
1980–81 თასების თასი
1/4
ვესტ ჰემ იუნაიტედი 0–1 4–1 [13][14][15][16][17][18]
1/2
ფეიენოორდი 3–0 0–2 [19][16][17][18]
ფინალი
კარლ ცაისი 2–1 [20][21][17][18][22]
1981–82 თასების თასი
1/16
გრაცერი 2–0 2–2
1/8
ბასტია 3–1 1–1
1/4
ლეგია ვარშავა 1–0 1–0
1/2
სტანდარდი ლიეჟი 0–1
1982–83 უეფა-ს თასი
1/32
ნაპოლი 2–1 0–1
1987–88 უეფა-ს თასი
1/32
ლოკომოტივი სოფია 1–3
1/8
ვერდერი 1–1 1–2 [23]

სამწვრთნელო კარიერა რედაქტირება

2017 წლის 29 დეკემბერს თბილისის „დინამოს“ მეორე მწვრთნელად დაინიშნა.[24] 2018 წლის 11 ნოემბრიდან 2019 წლის 8 მარტამდე „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ეკავა.[25] 2019 წლის 8 მარტიდან თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელობა ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა ფელის ვისენტემ ჩაიბარა.[26] ზაურ სვანაძემ ვისენტეს ასისტენტად განაგრძო მუშაობა.[26][27][28]

2019 წლის 23 დეკემბერს თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი გახდა. გუნდის ახალი თავკაცისა და კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ზაურ სვანაძე ამ დრომდე, კვლავ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად რჩება.[29]

მიღწევები რედაქტირება

  დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1981
ევროპის თასების მფლობელთა თასი
  • თასის მფლობელი: 1981

ლიტერატურა რედაქტირება

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

პერიოდიკა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1989, გვ. 30
  2. ფანჯიკიძე, გ., 1981, გვ. 57
  3. ზაურ სვანაძე — პერსონალური გვერდი დაარქივებული 2021-12-18 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 4 დეკემბერი, 2018.
  4. თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ· სპორტის რაინდის წოდებით დაჯილდოვდა 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბთან ერთად. „დინამოს“ ვეტერანებისთვის სპორტის რაინდის წოდებების მინიჭება კლუბის მიერ 1981 წლის 13 მაისს მოპოვებული დიდი გამარჯვების 30 წლის იუბილეს უკავშირდება. 17 მაისი, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 22 დეკემბერი, 2019. წყარო: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
  5. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1980, გვ. 52
  6. აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1987, გვ. 26
  7. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ.1981, გვ. 25
  8. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1981, გვ. 25
  9. ფანჯიკიძე, გ., 1981, გვ. 15
  10. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1981, გვ. 21
  11. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1981, გვ. 67
  12. ფანჯიკიძე, გ., 1981, გვ. 7–9
  13. West Ham United 1–4 Dinamo Tbilisi // (C2) Cup Winners' Cup 1980/1981; Quarter-finals; Boleyn Ground (often referred to as Upton Park), London, England; Attendance: 34,957; Referee: Antonio Garrido; March 04, 1981. Goals: Alexandr Chivadze 24', Vladimir Gutsaev 31', Ramaz Shengelia 55', 67' (All players of FC Dinamo Tbilisi); David Cross 54' (West Ham United). // Footballdatabase.eu. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
  14. West Ham United 1–4 Dinamo Tbilisi // ECW Cup 3rd round 1st leg; Upton Park, London; Attendance: 34,957; 04 March 1981. // Association of Football Statisticians (AFS). წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
  15. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1981, გვ. 67–72
  16. 16.0 16.1 აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1981, გვ. 100
  17. 17.0 17.1 17.2 ფანჯიკიძე, გ., 1981, გვ. 61
  18. 18.0 18.1 18.2 აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1982, გვ. 111, 147
  19. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1981, გვ. 73–78
  20. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1981, გვ. 78–85
  21. ფანჯიკიძე, გ., 1981, გვ. 50
  22. ზაურ სვანაძე: ამ გამარჯვებამდე ნელ–ნელა, ნაბიჯ–ნაბიჯ მივდიოდით. reportiori.ge. ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი, 2020.
  23. «ДИНАМО» (Тбилиси) - «Вердер» (Бремен, ФРГ) / Кубок УЕФА сезона 1987–88 годов. 1/8 финала. II -й матч. Тбилиси. 9 декабря 1987 года. 20:00. Ясно. +5°С. Стадион «Динамо» им. В. И. Ленина. 80 000 зрителей. Программка матча. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი, 2019.
  24. ზაურ სვანაძე „დინამოში“ ბრუნდება. დინამო თბილისში ზაურ სვანაძე დაბრუნდა. გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, უეფას თასების თასის მფლობელი ზაურ სვანაძე, როგორც მწვრთნელი უკვე მუშაობდა დედაქალაქურ გუნდში და მის დუბლებში. მას საქართველოს ეროვნულ, ახალგაზრდულ და 19 წლამდელთა ნაკრებშიც უმუშავია, 2012 წლიდან კი ბაქოს ინტერს წვრთნიდა. ახალი სეზონიდან ვეტერანი დინამოელი მეორე მწვრთნელის ფუნქციას შეითავსებს და კახი კაჭარავას დაეხმარება. 29.12.2017. fcdinamo.ge. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი, 2018.
  25. „დინამო“ ზაურ სვანაძემ ჩაიბარა. კახი კაჭარავა გათავისუფლებულია დაკავებული პოსტიდან. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში. დინამო თბილისის მთავარ მწვრთნელად ზაურ სვანაძე დაინიშნა. 11.11.2018. fcdinamo.ge. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი, 2018.
  26. 26.0 26.1 თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ფელის ვისენტეს უკავია · ციტატა: „...თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი ესპანელი სპეციალისტი ფელის ვისენტე გახდა. სეზონის დასრულებამდე გუნდს ზაურ სვანაძე წვრთნიდა. ეროვნული ლიგის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კლუბის პრეზიდენტის, რომან ფიფიას გადაწყვეტილებით, ესპანელი სპეციალისტი გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ვისენტე გუნდს ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ვისენტეს ასისტენტები ზაურ სვანაძე და ჩისკო მუნიოსი არიან.“ 8 მარტი, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 22 დეკემბერი, 2019. წყარო: Sportall.ge. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
  27. თბილისის „დინამოს“ სამწვრთნელო შტაბი· თბილისის „დინამოს“ სამწვრთნელო შტაბის წევრები კლუბის ოფიციალურ საიტზე წარმოდგენილი 2019 წლის 22 დეკემბრის მონაცემებით. წყარო: თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
  28. ზაურ სვანაძე — თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი · თბილისის „დინამოს“ ოფიციალურ საიტზე წარმოდგენილი 2019 წლის 22 დეკემბრის მონაცემებით. წყარო: თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
  29. თბილისის „დინამო“ ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად ახალ ცხოვრებას იწყებს· კახა ჩხეტიანი: „...სამწვრთნელო შტაბი უკვე დაკომპლექტებულია. გუნდის გაწვრთნაში დამეხმარებიან ზაურ სვანაძე და გიორგი დეკანოსიძე, ფიზმომზადებაზე შალვა ღონღაძე იქნება პასუხისმგებელი. მეკარეებს გია ჭანტურია გაწვრთნის.“ — 25 დეკემბერი 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 26 დეკემბერი, 2019. წყარო: თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი, 2019.