ზანდეს ხალხი — ცხოვრობს სამხრეთ სუდანში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ისინი უბანგიური ენების ოჯახში შემავალ ზანდეს ენაზე საუბრობენ. სამხრეთ სუდანში ზანდეს ხალხის უმეტესობა დასავლეთ ეკვატორიის შტატში ცხოვრობს, იქ მათი რაოდენობა დაახლოებით 713 000 ადამიანს შეადგენს. ტრადიციულად ზანდეს ხალხი წარმოადგენდა დამპყრობელ მეომრებს, რომლებიც ტრადიციულ აფრიკულ რელიგიებს მისდევდნენ. დღეისთვის ზანდეს ხალხის უმეტოსობა ქრისტიანია.

ზანდელანდი (მწვანედ)

ზანდეს ხალხს ხანდახან დამამაცირებლად ნიამ–ნიამ–ით მოიხსენიებენ. ეს დასახელება მოდის დინკას ენიდან და დიდ მჭამელს აღნიშნავს. ეს ზედმეტი სახელი კანიბალიზმისკენ მიდრეკილებაზე მიანიშნებს. ზანდები სამხრეთ სუდანში იმ იშვიათი ჯგუფის წარმომადგენლები არიან, რომლებიც საქორწილო გამოსასყიდად ძროხებს არ იყენებენ. დინკასა და ზანდეს შორის ისტორიული შუღლია.

ლიტერატურა რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • Evans-Pritchard, E. E. (1979) "Witchcraft Explains Unfortunate Events" in William A. Lessa and Evon Z. Vogt (eds.) Reader in Comparative Religion. An anthropological approach. Fourth Edition. New York: Harper Collins Publishers. pp. 362–366
  • Evans-Pritchard, E. E. (1967) The Zande Trickster. Oxford: Clarendon Press.
  • Evans-Pritchard, E. E.1937 Witchcraft, Oracles and Magic Among the Azande. Oxford University Press. 1976 abridged edition: ISBN 0-19-874029-8