ზამბოანგის ნახევარკუნძული

ზამბოანგის ნახევარკუნძული (ტაგალურ ენაზე: Tangway ng Zamboanga; სებუანურ ენაზე: Lawis sa Zamboanga) — ფილიპინების ადმინისტრაციული რეგიონი, აგრეთვე ცნობილია როგორც IX რეგიონი. რეგიონი შედგება სამი პროვინციისგან: ჩრდილოეთ ზამბოანგა, სამხრეთ ზამბოანგა და ზამბოანგა-სიბუნგაი; ოთხი ქალაქისგან: დაპიტანი, დიპოლოგი, ისაბელა და პაგადიანი; და მაღალურბანიზირებული ქალაქისგან — ზამბოანგა. რეგიონი ადრე ცნობილი იყო როგორც დასავლეთ მინდანაო, სანამ 2015 წლის 12 აგვისტოს აღმასრულებელი ბრძანების შესაბამისად ზამბოანგის რეგიონი შეიქმნებოდა. რეგიონის ცენტრი ქალაქი ზამბოანგა იყო, შემდეგში კი ის პაგადიანმა ჩაანაცვლა. თუმცა ზამბოანგა კვლავ ინარჩუნებს რეგიონის კულტურულ, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო ცენტრის სტატუსს.

ზამბოანგის ნახევარკუნძული
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი პაგადიანი
შიდა დაყოფა ჩრდილოეთი ზამბოანგა, სამხრეთი ზამბოანგა, ზამბოანგა-სიბუგაი, ისაბელა (ბასილანი) და ზამბოანგა
კოორდინატები 7°50′00″ ჩ. გ. 122°25′00″ ა. გ. / 7.83333° ჩ. გ. 122.41667° ა. გ. / 7.83333; 122.41667
ფართობი 17056.73 კმ²
მოსახლეობა 3 875 576 (1 მაისი, 2020)[1]
300
300
ზამბოანგის პოლიტიკური დაყოფა

რეგიონი რედაქტირება

რეგიონი მდებარეობს კუნძულ მინდანაოს დასავლეთ ნაწილში, მოროს ყურესა (სულავესის ზღვის ნაწილი) და სულუს ზღვას შორის. ნახევარკუნძულის სანაპიროებთან უამრავი ყურე და სხვადასხვა ზომის კუნძულია. ნახევარკუნძული მინდანაოს დანარჩენ ნაწილს პანგუილისა და პაგადიანის ყურეებს შორის მდებარე ყელით უკავშირდება. ზამბოანგის რეგიონი შედგება სამი პროვინციისგან და მაღალურბანიზირებული დამოუკიდებელის ქალაქის, ზამბოანგასგან. ნახევარკუნძულსა და მინდანაოს სხვა ნაწილებს შორის საზღვარი ხელოვნურადაა გავლებული სამხრეთ ზამბოანგასა და ჩრდილოეთ ლანაოს შორის.

ისტორია რედაქტირება

ანტიკური ხანა რედაქტირება

ანტიკურ ხანაში ზამბოანგის ნახევარკუნძული სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფით იყო დასახლებული, რომელთაგან ყველაზე დიდი სუბანონების ჯგუფი იყო. შემდგომში რეგიონის სამხრეთი სანაპირო ტერიტორიები მაჯაპაჰიტის გავლენის ქვეშ მოექცა, თუმცა იმპერიას ეს ტერიტორიები არასდროს დაუპყრია.

მაგინდანაოს სასულთნო რედაქტირება

XIV საუკუნეში ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებს სულუს სასულთნო მართავდა. XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში სამხრეთ ფილიპინებში მალაიელმა მისიონერებმა ისლამის გავრცელება დაიწყეს. შარიფმა კაბუნგსუანმა მაგინდანაოს სასულთნო დააარსა, რომლის მიხედვითაც შემდგომში მთელ მინდანაოს ეწოდა სახელი. სასულთნოს შემადგენლობაში თითქმის მთელი კუნძული მოექცა, გარდა დღევანდელი კარაგის რეგიონისა და დავაოს რეგიონის დასავლეთი ნაწილებისა, რომელიც ზამბოანგის ნახევარკუნძულიდან დღევანდელ დავაომდე იყო გადაჭიმული. მაგინდანაოს სულთნებმა ესპანელებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, განსაკუთრებით მუჰამად კუდარათის მეთაურობით. მალე მათ სულუს სასულთნოსთან კავშირი დაამყარეს. ესპანელთა და მოროებს შორის ომის დიდი ნაწილი ზამბოანგის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე წარიმართა.

რეგიონი რედაქტირება

 
ქალაქ პაგადიანის ხედი

სულუს არქიპელაგთან ერთად ის პროვინციები, რომლებიც ადრე ზამბოანგის პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა, 1972 წლის 24 სექტემბერს პრეზიდენტ ფერდინანდ მარკოსის ხელმოწერილი ინტეგრირებული რეოგრანიზაციის გეგმის ფარგლებში, 1-ელი საპრეზიდენტო დეკრეტის ბრძანებით, IX რეგიონის შემადგენლობაში გაერთიანდა.[2]

8233 საპრეზიდენტო დეკრეტის თანახმად, 1975 წლიდან 1989 წლამდე ძველი IX რეგიონი (დასავლეთ მინდანაო) ორ ქვერეგიონად გაიყო. ქვერეგიონი IX-A ბასილანის, სულუს, ტავი-ტავისგან შედგებოდა. ქვერეგიონის ცენტრი ქალაქი ჰოლო იყო. ქვერეგიონი IX-B ჩრდილოეთ ზამბოანგის, სამხრეთ ზამბოანგისა და ზამბოანგა-სიბუგაისგან შედგებოდა, ხოლო ქვერეგიონის ცენტრი ქალაქი ზამბოანგა იყო.

დღეს რედაქტირება

2001 წელს 8973 რესპუბლიკური აქტის მიხედვით, სამხრეთ ზამბოაგიდან იპილთან ერთად ზამბოანგა-სიბუგაი გამოეყო. იმავე წელს ბასილანის მაცხოვრებლებმა პლებისციტით მუსლიმურ მინდანაოში ბანგსამოროს ავტონომიურ რეგიონში გაწევრიანებს დაუჭირეს მხარი. მიუხედავად ამისა, დედაქალაქ ისაბელას მაცხოვრებლებს ავტონომიურ რეგიონში გაერთიანება არ სურდათ, რის გამოც ქალაქი 36-ე აღმასრულებელი ბრძანების თანახმად 2014 წლამდე რეგიონის შემადგენლობაში დარჩა. 2004 წელს პაგადიანი ზამბოანგის ნახევარკუნძულის პროვინციის რეგიონური ცენტრი ოფიციალურად გახდა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ზამბოანგას მაცხოვრებელთაგან წინააღმდეგობა მოჰყვა.

რეგიონული ცენტრის საკითხი რედაქტირება

1978 წელს მიღებული 1555-ე საპრეზიდენტო დეკრეტის თანახმად IX რეგიონის რეგიონულმა ცენტრმა ჰოლოდან ზამბოანგაში გადაინაცვლა.[3]

1990 წელს პრეზიდენტმა კორასონ აკინომ ხელი მოაწერა 429-ე აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მინდანაოში ადმინისტრაციული რეგიონების რეორგანიზება მოხდა. ბრძანების თანახმად დასავლეთ მინდანაოში ზამბოანგა, ჩრდილოეთ ლანაო, აღმოსავლეთ მისამისი, სამხრეთ ზამბოანგა, ჩრდილოეთ ზამბოანგა, ბასილანი და ამ პროვინციებში შემავალი ქალაქები გაერთიანდა. ბრძანების თანახმად ახალი რეგიონული ცენტრი ქალაქ პაგადიანში გადავიდა.[4]

1996 წელს პრეზიდენტმა ფიდელ რამოსმა ხელი მოაწერა 325-ე აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც რეგიონული განვითარების საბჭოების რეორგანიზებას ეხებოდა. ბრძანების შესაბამისი წესებისა და რეგულაციების განხორციელების შემდეგაც დასავლეთ მინდანაოს რეგიონულ ცენტრად ქალაქი პაგადიანი ცხადდებოდა.[5]

2001 წელს პრეზიდენტმა გლორია მაკაპაგალ-აროიომ ხელი მოაწერა 36-ე აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც დასავლეთ მინდანაოს ზამბოანგის ნახევარკუნძული ეწოდა.[5][6] ამ დოკუმენტში რეგიონული სამთავრობო ცენტრის საკითხი არ იყო განხილული. 2004 წელს მიღებული მემორანდუმის თანახმად და 429-ე აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე რეგიონული ოფისები ზამბოაგადან პაგადიანში გადავიდა.[7]

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

 
ქალაქ პაგადიანის ხედი, 2010 წლის სექტემბერი

ზამბოანგის რეგიონი შედგება 3 პროვინციის, 1 დამოუკიდებელი და მაღალურბანიზებული ქალაქის, 1 დამოუკიდებელი ქალაქის, 3 შემადგენელი ქალაქის, 67 მუნიციპალიტეტისა და 1 904 ბარანგაისგან.

ისაბელა შემადგენელი ქალაქი და ბასილანის პროვინციის ყოფილი დედაქალაქია. 2017 წელს ბასილანის მთავრობის წარმომადგენლობა ქალაქ ლამიტანში გადავიდა. ისაბელა პროვინციის დელეგირებული მომსახურებისა და ფუნქციების შესასრულებლად კვლავ ბასილანის იურისდიქციის ქვეშაა, თუმცა რეგიონული მომსახურების ადმინისტრირებისთვის, ზამბოანგის ნახევარკუნძულის რეგიონის შემადგენლობაშია, ხოლო ბასილანის დანარჩენი ნაწილი მუსლიმურ მინდანაოში ბანგსამოროს ავტონომიური რეგიონის შემადგენლობაშია.

დიპოლოგი ჩრდილოეთ ზამბოანგის დედაქალაქია და ცნობილია ორქიდეების სიუხვით, რის გამოც მას ხშირად „სამხრეთის ორქიდეების ქალაქს“ ან „ორქიდეის ქალაქს“ უწოდებენ. ქალაქში უხვადაა ბუნებრივი და ისტორიული ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა: დიპოლოგის საკათედრო ტაძარი, დიპოლოგის ბულვარი, კოგონის პარკი, იაპონური პარკი, მაგსაისაის პარკი, სუნგიკლავის ჩანჩწერები და 3000 საფეხურიანი ლინაბოს მწვერვალი.

პაგადიანი ცნობილია როგორც „სამხრეთის პატარა ჰონგ-კონგი“, რადგანაც ტოპოგრაფიული მახასიათებლებით ჰონგ-კონგს ჰგავს. ქალაქში მდიდარი ჩინური თემი ბინადრობს, რომლებიც ოფიციალურად აღნიშნავენ ჩინური მთვარის ახალ წელს.[8]

ზამბოანგა რეგიონის ერთადერთი დამოუკიდებელი, მაღალურბანიზირებული ქალაქია. რეგიონის ეკონომიკის ნახევარზე მეტი ზამბოანგაზე მოდის. ქალაქში მდებარეობს რეგიონის უდიდესი აეროპორტი და ნავსადგური.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. P.D. No. 1 1972.
  3. Presidential Decree No. 1555: Further Amending Presidential Decree No. 742 as amended by Presidential Decree No. 773 transferring the regional center of Region IX from Jolo to Zamboanga City (1978-06-11). ციტირების თარიღი: 2020-06-12
  4. E.O. No. 429. The LawPhil Project (October 12, 1990). ციტირების თარიღი: June 18, 2012.
  5. 5.0 5.1 „Palace halts regional transfer“. SunStar.com.ph. December 27, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 31, 2011. ციტირების თარიღი: May 23, 2016.
  6. E.O. 36. The LawPhil Project (August 12, 2015). ციტირების თარიღი: June 18, 2016.
  7. Memorandum Circular No. 75, s. 2004. Official Gazette of the Republic of the Philippines (November 12, 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 23, 2022. ციტირების თარიღი: June 12, 2020.
  8. Facts about Pagadian დაარქივებული February 11, 2009, საიტზე Wayback Machine. (retrieved: April 12, 2009)