ზაზა ოქუაშვილი

ქართველი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი

ზაზა ოქუაშვილი (დ. 31 მაისი 1963, თბილისი) — ქართველი ბიზნესმენი, ექიმი, პოლიტიკოსი და ქველმოქმედი, „ომეგა ჯგუფის“ კომპანიებისა და სატელევიზიო არხ „იბერიას“ დამფუძნებელი და მფლობელი.[1] საქართველოს პარლამენტის წევრი 1999-2004 წლებში,[2] 2016-2019 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი.[1]

ზაზა ოქუაშვილი
დაბადების თარიღი 31 მაისი, 1963 (1963-05-31) (60 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებლები
მეუღლე/ები ნატო ჩხეიძე
შვილ(ებ)ი რატი ოქუაშვილი
გიორგი ოქუაშვილი

ბიოგრაფია რედაქტირება

ოქუაშვილი დაიბადა და გაიზარდა თბილისში, 1963 წლის 31 მაისს.[3] მამამისი ინჟინერი, ხოლო დედამისი კი ექიმი იყო. ქალაქ თბილისის 55-ე საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ,[1] სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც 1989 წელს დაამთავრა და ექიმად მუშაობა დაიწყო რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში (ანესთეზია და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება).

საქმიანობა რედაქტირება

1991 წელს ოქუაშვილმა დააარსა „ომეგა ჯგუფი“,[3] რომელიც დღეის მდგომარეობით ძალიან დივერსიფიცირებულია საქმიანობის კუთხით და წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ დამსაქმებელსა და გადასახადების გადამხდელს საქართველოში. „ომეგა“ მოიცავს „ომეგა მოტორსს“[4](წარმოადგენს შემდეგ კომპანიებს: BMW, Mini, Iveco, Opel, Chevrolet, Maserati და Bentley); კომპანია „ოჯთ“-ს (სიგარეტების წარმოება, Philip Morris, Rothmans და R.J.Reynolds-თან პარტნიორობის ფარგლებში); და „ომეგა თეგი“ (სტამბა Heidelberg-თან პარტნიორობის ფარგლებში).

ოქუაშვილმა ასევე შექმნა მედია კომპანიები. აღნიშნულ სეგმენტში აღსანიშნავია ტელეარხი „იბერია“, ეროვნული დამოუკიდებელი არხი, რომელიც პირველად ეთერში 2000 წელს გავიდა.[5] შემდგომი სამი წლის განმავლობაში მან გაზეთი „ახალი ეპოქა“ დააარსა; ლიტერატურული ჟურნალი „ჩვენი მწერლობა“; საინფორმაციო სააგენტო „მედია ნიუსი“ და საქართველოს მწერალთა კავშირი, „ომეგა კლუბი“. მან ასევე დააარსა ლიტერატურული პრემია და ჟურნალისტებისათვის ყოველწლიური ჯილდო, „ივერიელი“.

2004 წლის 19 თებერვალს სპეცრაზმის შეიარაღებული და ნიღბიანი პირები ტელეარხ „იბერია ტვ“-ში შეიჭრნენ და „ომეგა ჯგუფის“ შენობა დაიკავეს. „იბერია“ იძულებული გახდა ეთერიდან გასულიყო, ლიცენზია გაუქმდა.[6]

ოქუაშვილი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დიდი ბრიტანეთის მოქალაქის პასპორტი მიიღო. დიდ ბრიტანეთში მან დააარსა ბრიტანული ამხანაგობა და ასევე ახალი კომპანია AGT, რომელიც საქართველოში მისი ჰოლდინგების კონტროლს ახორციელებდა.

თბილისში დიდი ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური ჩარევის შედეგად 2004 წელს მას „ომეგას“ აქტივები დაუბრუნეს. 2013 წელს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „იბერია ტვ“-ს აღუდგინეს ლიცენზია და ტელეარხი კვლავ ეთერში გავიდა.[7]

2016 წელს ოქუაშვილი „ოქროს ფრთის“ ლაურეატი გახდა, მედიის თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის.[8] ასევე, 2016 წელს ოქუაშვილი „ჯორჯიან თაიმსის“ და საზოგადოებრივი აზრისა და საერთაშორისო ბიზნეს კვლევის ორგანიზაციის („გორბი“) მიერ წლის საუკეთესო ინვესტორად იქნა აღიარებული,[9] ხოლო „ომეგა ჯგუფმა“ ჯილდოები მიიღო შემდეგ ნომინაციებში: უმსხვილესი ინვესტორი, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების შემოღება, ახალი სამუშაო ადგილები და მომსახურების უმაღლესი სტანდარტები. „იბერია ტვ“ ბიზნესის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.[10]

2010 წელს ოქუაშვილს ბიზნესისა და სამართლის თბილისის საერთაშორისო ინსტიტუტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს. იმავე წელს მან მიიღო საპატრიარქოს სპეციალური დიპლომი საქველმოქმედო საქმიანობისთვის.

2019 წლის აპრილში, ვაშინგტონში ზაზა ოქუაშვილს ქართულ-ამერიკული ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს. ზაზა ოქუაშვილს ჯერ კონგრესის მიღებათა დარბაზში მადლობა გადაუხადეს, შემდეგ კი ბეიკერ მაკენზის ინსტიტუტში გაზეთმა The New York Times Magazine-მა ჯილდო გადასცა, ნომინაციით „Enterepreneur ZAZA OKUASHVILI for Introducing World’s leading brands in Georgia“.[11][12]

პოლიტიკური საქმიანობა რედაქტირება

2016-2019 წლებში ოქუაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო.[13] ის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხებისა და ფინანსების, ბიუჯეტისა და ეკონომიკის კომიტეტების წევრი იყო.

1991-1999 წლებში ოქუაშვილი აჭარის ინვალიდთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს ინვალიდთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“.

1993 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების არმიის მაიორის წოდება.

2015 წლიდან ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის საპატიო თავმჯდომარე.[14]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ზაზა ოქუაშვილი დაქორწინებულია ნატო ჩხეიძეზე, ჰყავთ ორი შვილი — რატი და გიორგი.[15]

ლიტერატურა რედაქტირება

  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – გვ. 267, თბ., 1998-1999.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 ზაზა ოქუაშვილი — ბიზნესმენი პოლიტიკური აქცენტით. bpn.ge (15 დეკემბერი, 2016). ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2018.
  2. ზაზა ოქუაშვილი. საქართველოს პარლამენტი. ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2018.
  3. 3.0 3.1 ზაზა ოქუაშვილის ბიოგრაფია. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2018.
  4. „ომეგა მოტორ ჯგუფმა“ საქართველოში პირველი პრემიუმ კლასის საავტომობილო ქუჩა გახსნა. www.newposts.ge (1 თებერვალი, 2017). ციტირების თარიღი: 19 ნოემბერი, 2019.
  5. ინფორმაცია იბერიის ოფიციალურ საიტზე. iberiatv.ge. ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2018.[მკვდარი ბმული]
  6. პირველად ინტერნეტში - შეჭრა „იბერია“-ში. info9.ge (20 ივნისი, 2012). ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2018.
  7. ვინ ფლობს ქართულ ტელევიზიებს. ბანკები და ფინანსები (2 მაისი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-27. ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2018.
  8. ზაზა ოქუაშვილს „ოქროს ფრთა“ გადაეცა. მედიანიუსი. ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2018.
  9. „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, რომელიც წლის ინვესტორად აღიარეს სამომავლო გეგმებზე საუბრობს“. Marshalpress.ge (1 თებერვალი, 2017). ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2018.[მკვდარი ბმული]
  10. “ომეგა ჯგუფი” და ტელეკომპანია „იბერია“ ბიზნეს რეიტინგის გამარჯვებულები გახდნენ. ნიუსდეი (16 ნოემბერი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-18. ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2018.
  11. ზაზა ოქუაშვილი ქართულ-ამერიკული ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს. New Posts (13 აპრილი, 2019). ციტირების თარიღი: 4 ნოემბერი, 2019.
  12. ვაშინგტონში ზაზა ოქუაშვილი ქართულ-ამერიკული ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს. რუსთავი 2 (13 აპრილი, 2019). ციტირების თარიღი: 4 ნოემბერი, 2019.
  13. აჭარის უმაღლესი საბჭოს მილიონერი დეპუტატი. ნეტგაზეთი (7 მარტი, 2017). ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2018.
  14. ანიტა მუსკარია. (2 აპრილი, 2018) ბიზნესი და პოლიტიკა. Forbes.ge. ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2018.
  15. ზაზა ოქუაშვილის ქონებრივი დეკლარაცია. Declaration.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-03-13. ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2018.