ზაალ არაგვის ერისთავი

ზაალ არაგვის ერისთავი (გ. 13 მაისი, 1660) — არაგვის ერისთავი 1633–1660 წლებში, ზაალ ქსნის ერისთავის მკვლელი.

გამაგრდა თავის სამფლობელოში და კახეთის მეფე თეიმურაზ I-თან კავშირში, მთელი არაგვის ხეობის მოსახლეობა როსტომ მეფეს აუჯანყა. მას ცოლად ჰყავდა თავად ნოდარ ციციშვილის ქალიშვილი ანა-ხანუმი. მეფისაგან შევიწროვებული, იგი იძულებული გახდა, რომ სპარსეთში წასულიყო, იქ გამაჰმადიანდა, სეფე-შაჰისაგან ნაწყალობები უკან, 1648 წელს საქართველოში დაბრუნდა როსტომ მეფისადმი მორჩილების პირობით. საარაგვოს გაფართოების მიზნით მეფე როსტომმა ერწო და თიანეთი კახეთიდან გამოჰყო და საარაგვოს შემოუერთა. მიიღო რა უარი თავისი ვაჟისათვის როსტომის შემდეგ გამეფებული მეფე შაჰ-ნავაზის ქალის ხელის თხოვნისას, ზაალმა თავის მხრივ უარი თქვა მეფის მორჩილებაზე. დაიწყო ახალი, სისხლისმღვრელი ომი, და ვახტანგ V-მ ზაალის ძმისწულებს, რომლებსაც ძალიან სძულდათ თავიანთი ბიძა, საარაგვოში სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, ბიძის მოკვლა უბრძანა. მათ ბიძა 1660 წელს დუშეთში მოკლეს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • პ. იოსელიანი, „აღწერა დუშეთისა თბილისის გუბერნიის ქალაქისა“, გვ. 101-102, თარგმანი - 2012