ვუნდერკინდი (გერმ. Wunderkind, სიტყვასიტყვით „საოცარი ბავშვი“) — გერმანული სიტყვაა, ქართულად ნიშნავს ფენომენალური ნიჭის მქონე ბავშვს. ვუნდერკინდს ახასიათებს ადრეულ ასაკში გამოვლენილი ნიჭი რაღაცისადმი.[1] თავისი ნიჭით ცნობილია ავსტრიელი კომპოზიტორი ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი. მას უკვე 3 წლისას ჰქონდა საყოველთაო აღიარება. ასევე განთქმულია ბლეზ პასკალი, პაბლო პიკასო, კარლ ფრიდრიხ გაუსი და ა. შ. ამგვარი მოვლენები ისტორიაში არც თუ ისე ბევრია.

მოცარტი - მან მუსიკის სწავლა ორნახევარი წლიდან დაიწყო, ოთხი წლიდან მუსიკას წერდა და კონცერტებზე გადიოდა, 7 წლიდან - სიმფონიებს, ხოლო 12 წლიდან - ოპერებს

სქოლიო რედაქტირება

  1. Feldman, David H.; Morelock, M. J. (2011). „Prodigies“. In Runco, Mark A.; Pritzker, Steven R. (eds.). Prodigies. Encyclopedia of Creativity (Second ed.). Academic Press. pp. 261–265. doi:10.1016/B978-0-12-375038-9.00182-5. ISBN 978-0-12-375038-9.


  ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.