ვსევოლოჟსკი (რუს. Всеволожск) — ქალაქი რუსეთში, ლენინგრადის ოლქში, ვსევოლოჟსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს სანქტ-პეტერბურგიდან 7 კილომეტრის მოშორებით, რეგიონული მნიშვნელობის საგზაო მაგისტრალ A128-ისა („ცხოვრების გზა“) და H91 საგზაო მაგისტრალის გადაკვეთაზე. ქალაქის ყველაზე მაღალი ადგილი ზღვის დონიდან 68, 13 მეტრზე მდებარეობს, რუბოლოვსკის მთაზე, ყველაზე დაბალი ადგილი კი ზღვის დონიდან 11, 75 მეტრზეა[2][3]. ქალაქი დაარსდა 1892 წელს, 2010 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 59,7 ათასი ადამიანი.

ქალაქი
ვსევოლოჟსკი
Всеволожск
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
რეგიონი ლენინგრადის ოლქი
მუნიციპალიტეტი ვსევოლოჟსკის რაიონი
კოორდინატები 60°01′00″ ჩ. გ. 30°39′00″ ა. გ. / 60.01667° ჩ. გ. 30.65000° ა. გ. / 60.01667; 30.65000
დაარსდა 1892
ამჟამინდელი სტატუსი 1963
ფართობი 62,62 კმ²
ცენტრის სიმაღლე 30 მეტრი
მოსახლეობა 59 704 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +7 81370
საფოსტო ინდექსი 188640, 188640, 188641, 188642, 188643, 188644, 188645, 188649[1]
საავტომობილო კოდი 47
ოფიციალური საიტი https://gorodvsevologsk.ru
ვსევოლოჟსკი — რუსეთი
ვსევოლოჟსკი
ვსევოლოჟსკი — ლენინგრადის ოლქი
ვსევოლოჟსკი
ვსევოლოჟსკი — ვსევოლოჟსკის რაიონი
ვსევოლოჟსკი

ისტორია რედაქტირება

პირველი დასახლება თანამედროვე ვსევოლოჟსკის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 1500 წელს ჩატარებულ აღწერაშია ნახსენები, ეს იყო სოფელი „ლუბლიანა მდინარე ლუბნეზე“[4] და სამი სოფელი: რიაბოვო, ახალი რიაბოვო და რიაბოვო ვლადიკინო[5][6]. დასახლება პირველად 1580 წელს დაიტანეს კარელიის რესპუბლიკის რუკაზე[7]. 1892 წელს რიაბოვოში გაიხსნა ერთკლასიანი სახალხო სკოლები, 1895 წელს რიაბოვოს მახლობლად აშენდა სადგური — ვსევოლოჟსკი. დასახლებას 1963 წელს მიენიჭა ქალაქის სტატუსი.

სქოლიო რედაქტირება