ვსევოლოდ ზენკოვიჩი

რუსი გეოგრაფი

ვსევოლოდ პავლეს ძე ზენკოვიჩი (რუს. Зенкович, Всеволод Павлович; დ. 4 თებერვალი [ძვ. სტ. 22 იანვარი], 1910, — გ. 15 აგვისტო, 1994, მოსკოვი, რუსეთი) — რუსი გეოგრაფი. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1943), პროფესორი (1947). სკკპ წევრი 1953 წლიდან. სახელგანთქმული სპეციალისტი ოკეანოლოგიისა და გეომორფოლოგიის დარგში.

ვსევოლოდ ზენკოვიჩი
დაბ. თარიღი 22 იანვარი (4 თებერვალი) 1910
დაბ. ადგილი მოსკოვი[1]
გარდ. თარიღი 15 აგვისტო, 1994(1994-08-15) ან 1994[2]
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია დონის სასაფლაო
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 რუსეთის რესპუბლიკა
 სსრკ
 რუსეთი
საქმიანობა გეოგრაფი და ოკენოგრაფი[2]
მუშაობის ადგილი გეოგრაფიის ინსტიტუტი და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ლენინური პრემია და სტალინური პრემია

ბიოგრაფია რედაქტირება

ვსევოლოდ ზენკოვიჩი დაიბადა 1910 წლის 4 თებერვალს, ქალაქ მოსკოვში. ზენკოვიჩი იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ოკეანოლოგიის (1944-1971) და გეოგრაფიის (1971-1974) ინსტიტუტების ზღვის სანაპირო ზონის ლაბორატორიის გამგე, 1975-1990 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში და ხელმძღვანელობდა შავი ზღვის სანაპირო ზონის მორფოლოგიისა და დინამიკის ლაბორატორიას.

1991 წლიდან კვლავ გადავიდა მოსკოვში. ვსევოლოდ ზენკოვიჩმა კვლევითი საქმიანობა დაიწყო 1920-იან წლებში ზღვის თევზმეურნეობისა და ოკეანოგრაფიის პოლარულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1930-იან წლებში მურმანსკში ჩამოაყალიბა ზღვის გეოლოგიის ლაბორატორია. 1937 წლიდან ლექციებს კითხულობდა მოსკოვის ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტსა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ვსევოლოდ ზენკოვიჩმა საფუძვლიანად გამოიკვლია ბარენცის, თეთრი, კასპიისა და შავის ზღვის სანაპიროები. ეს იყო გეომორფოლოგიაში ახალი მიმართულების შექმნის პერიოდი. მნიშვნელოვანი გამოკვლევები ჩაატარა ასევე პოლონეთის, ნიდერლანდების, იუგოსლავიის, ვიეტნამის, ეგვიპტეს, მექსიკის, კუბისა და ჩინეთის ზღვის სანაპირო ზონებში. ავტორია 400-მდე სამეცნიერო ნაშრომის და 50-მდე სამეცნიერო-პოპულარული წიგნისა. პრაქტიკაში შემოიღო კვლევის რიგი მეთოდი, მათ შორის: ლუმინომორფული ინდიკატორები, წყალქვეშა გამოკვლევები და ექსპერიმენტები, ნატანის ბალანსის ანალიზი და სხვა.

ზენკოვიჩმა საფუძველი ჩაუყარა ზღვის ნაპირების მკვლევართა საბჭოთა სკოლას, რომელიც ფართოდ იყო აღიარებული. ზენკოვიჩი იყო საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ზღვის ნაპირთა გეომორფოლოგიის კომისიის წევრი (1964 წლიდან). მეორე მსოფლიო ომში ხელმძღვანელობდა საინჟინრო ჯარების ასეულს.

სსრკ სახელმწიფო (1951) და ლენინური (1964) პრემიები, სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების თედორე ლიტკეს სახელობის ოქროს მედალი (1958). დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. მიღებული ჰქონდა აგრეთვე სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის დიდი ვერცხლის მედალი (1956).

თხზულებები რედაქტირება

  • Динамика и морфология морских берегов 1946;
  • Морфология и динамика советских берегов Черного моря, т. 1–2, М., 1958–60;
  • Основы учения о развитии морских берегов 1962;
  • Пицунда наша радость и тревога, Тб., 1984.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Зенкович Всеволод Павлович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. 2.0 2.1 Czech National Authority Database