ვოსტოკის სადგური (რუს. Станция Восток) — რუსული სამეცნიერო-კვლევითი სადგური ანტარქტიდაში, სამხრეთ გეომაგნიტური პოლუსის რაიონში, პრინცესა ელისაბეთის მიწაზე. მდებარეობს სიცივის პოლუსის სამხრეთით, სადაც 1983 წლის 21 აგვისტოს დაფიქსირდა რეკორდულად დაბალი ტემპერატურა −89,2°C (−128.56°F).[1]

ვოსტოკის სადგური

ვოსტოკის სადგური
სტატუსი მოქმედი
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა ანტარქტიდის დროშა ანტარქტიდა
დაარსების თარიღი 1957 წლის 16 დეკემბერი
მეცნიერ-მუშაკთა რაოდენობა 25 კაცი (ზაფხულში)
13 კაცი (ზამთარში)
სინოპტიკური ინდექსი 89606
მეტეომოედნის სიმაღლე 3488 მ მ
კოორდინატები 78°27′51″ ს. გ. 106°50′14″ ა. გ. / 78.46417° ს. გ. 106.83722° ა. გ. / -78.46417; 106.83722
ვოსტოკის სადგური — ანტარქტიდა
ვოსტოკის სადგური
ვოსტოკის სადგური

მიმდინარეობს ყინულოვანი კერნის ბურღვა და მაგნიტომეტრით წარმოებული კვლევები. გარდა ამისა, სადგური ახორციელებს გეოფიზიკურ, სამედიცინო და კლიმატოლოგიურ კვლევებს. იგი ამჟამად რუსეთის მიერ ერთადერთი გამოყენებული შიდაკონტინენტური ანტარქტიდული სამეცნიერო სადგურია. სახელი ეწოდა აფრიანი შლუპის „ვოსტოკის“ პატივსაცემად, რომელიც იყო 1819-1821 წლებში განხორციელებული ანტარქტიდული ექსპედიციის ერ-ერთი გემი.

ვოსტოკის სადგური გაიხსნა 1957 წლის 16 დეკემბერს. ყინულოვანი საფრის სისქე სადგურის ქვეშ 3700 მ აღწევს. ვოსტოკის სადგური სამხრეთ პოლუსიდან მდებარეობს 1300 კმ-ში, ხოლო ნაპირიდან 1250 კმ-ში, ზღვის დონიდან 3488 მ სიმაღლეზე და არის ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებუილი სამეცნიერო-კვლევითი სადგური ანტარქტიდაში. ზაფხულში სადგურში როგორც წესი, მუშაობს 25 მეცნიერი და ინჟინერი, ხოლო ზამთარში მათი რაოდენობა 13-მდე კლებულობს.[2]

დამახასიათებელია ჰაერის მაღალი იონიზაცია და ჰაერის თითქმის ნულოვანი ტენიანობა. ზამთარში სადგურამდე მიღწევა თითქმის შეუძლებელია. 1994 წლის თებერვლიდან ნოემბრამდე სადგური დაკეტილი იყო.[3] ვოსტოკის სადგურის სიახლოვეს მდებარეობს უდიდესი ყინულქვეშა ტბა ანტარქტიდაში — ვოსტოკი.

სქოლიო რედაქტირება

  1. Global Measured Extremes of Temperature and Precipitation. დაარქივებული 2012-05-25 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links National Climatic Data Center.
  2. Russia abandons Ice Station Vostok
  3. Deep drilling at Vostok station, Antarctica: history and recent events. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-12. ციტირების თარიღი: 2014-06-28.